სოციალური სერვისების საჭიროებისა და კმაყ...

სოციალური სერვისების საჭიროებისა და კმაყოფილების კვლევა

ზუგდიდსა და ქუთაისში საპილოტე კვლევა მიმდინარეობს, რომელშიც 1000 რესპონდენტი მიიღებს მონაწილეობას. მაიკო ბურდული თელავში ცხოვრობს და საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის თანამშრომელია. ის საპილოტე კვლევის ერთ-ერთი მონაწილეა.
 
„კვლევის პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ვიცი, კვლევაში მონაწილეობით ხელს შევუწყობ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საჭიროებათა შესახებ მონაცემების შეგროვებას, რაც დღეისათვის ჩვენთან თითქმის არ არსებობს. ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში ნაკლებად არის ასახული სოციალური საჭიროებები, რაც ბევრ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას იწვევს. გარდა ამისა, ჩემთვის გამოცდილების მიღებაც მნიშვნელოვანი გახლავთ. კვლევაში მონაწილეობა მეხმარება გავაუმჯობესო კომუნიკაციის უნარები და დარწმუნების ტექნიკები, ასევე, ვსწავლობ სწორი აქცენტის გაკეთებას, სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა კი მეხმარება გავხდე მეტად ორგანიზებული და მოქნილი“.
 
საპილოტე კვლევაში მონაწილეობს CCC ქსელის 10 წევრი ორგანიზაცია. კვლევის სამიზნე სეგმენტს 18 და უფროსი ასაკის ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენს, რომლებიც ზუგდიდსა და ქუთაისში ცხოვრობენ (ქ. ზუგდიდი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები; ქ. ქუთაისის  მოსახლეობა). კვლევის მიზანი გახლავთ მუნიციპალიტეტებში სოციალური სერვისების საჭიროების კვლევა, ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სოციალური მომსახურების მიმართ მოსახლეობის კმაყოფილების დონის განსაზღვრა.
 
პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, და მას ახორციელებს ASB საქართველო, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი. პროექტი საქართველოს 10 რეგიონში ხორციელდება.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA