დასაქმების ფესტივალი / Job Fair

დასაქმების ფესტივალი / Job Fair

28 ოქტომბერს ქ. ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების მიზანი დასაქმების ხელშეწყობა და საარსებო წყაროების გაძლიერება გახლდათ. დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა მიიღო სამეგრელოს რეგიონში მოქმედმა 15 კომპანია / ორგანიზაციამ და, ასევე, სამუშაოს მაძიებელმა 45 პირმა.
 
დასაქმების ფესტივალზე მონაწილე ორგანიზაციებმა 38 ვაკანსია შესთავაზეს დასაქმების მაძიებლებს. მათ შორის - მოლარე, ოპერატორი, კონსულტანტი, მზარეული, ბარმენი, მიმტანი, ადმინისტრატორი, მცხობელი, სოციალური მედიის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი, კურიერი, ვეტერინარი, დიზაინერი, დეკორატორი და სხვა.
 
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და ASB საქართველო (ASB Georgia). ღონისძიება ჩატარდა პროექტის „დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ს მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM).

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA