სასწავლო სივრცეები დევნილთა კოლექტიურ ცე...

სასწავლო სივრცეები დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში

სამეგრელოს, იმერეთსა და შიდა ქართლის დევნილთა 10 კოლექტიურ ცენტრში სასწავლო სივრცეების შექმნის პროცესი დაიწყო, რომლის მიზანი ინტერნეტზე და დისტანციურ სასწავლო სერვისებზე მუდმივი წვდომის უზრუნველყოფა გახლავთ. სასწავლო სივრცეები ელექტრონული სასწავლო საშუალებებით აღიჭურვებიან და მას კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები გადამზადებული ქალები გაუძღვებიან.
 
ირაკლი ქოჩუა, პროექტის მენეჯერი, ცენტრი „აფხაზეთი“: „სამეგრელოში 5 კოლექტიურ ცენტრში სარემონტო სამუშაოები უკვე დავიწყეთ და უახლოს მომავალში დავასრულებთ. 5-ივე ცენტრში მინიმუმ 50 დევნილი ცხოვრობს. მათი საყოფაცხოვრებო პიროობები მძიმეა, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული ან საერთოდ არა აქვთ. გარდა კეთილმოწყობისა, ჩვენ ოთახებს კომპიუტერული ტექნიკით, პრინტერებით, მაგიდებითა და სკამებითაც აღვჭურვავთ“. 
 
სასწავლო სივრცეების შექმნის პარალელურად კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები ახალგაზრდა ქალების გადამზადების პროცესიც მიმდინარეობს. შერჩეულმა 10-მა აქტიურმა ქალმა „ინფორმაციული ტექნოლოგიებისა (IT, ქსელები და ადმინისტრირება, საოფისე პროგრამები) და ოფისის მენეჯმენტის“ თემაზე 10 დღიანი ონლაინ ტრენინგი გაიარა. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ გადამზადებული ქალები ახლად გახსნილ სასწავლო სივრცეებს უხელმძღვანელებენ.  
 
მაკო ჭკადუა, სათემო ლიდერი, ცენტრი „აფხაზეთი“: „ჩვენ დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში აქტიური ქალები შევარჩიეთ და გადავამზადეთ, რათა მათ მომავალში დამოუკიდებლად შეძლონ სასწავლო სივრცეების მართვა და ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში. გარდა ამისა, მათ ექნებათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად გამართონ ღონისძიებები, დაესწრონ ტრენენგებს, დაეხმარონ ცენტრში მცხოვრებ ბავშვებს მიიღონ მონაწილეობა სასკოლო თუ არასასკოლო პროგრამებში“.
 
UNDP-ის მხარდაჭერით იანვარში CHCA-მა სამეგრელოს, იმერეთისა და შიდა ქართლის 100 კოლექტიურ ცენტრში ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მიზანი სასწავლო სივრცეების შექმნა და ქალების გადამზადება/გაძლიერება გახლავთ. პროექტის ფარგლებში 10 კოლექტიურ ცენტრში კომპიურეტული სასწავლო სივრცეები შეიქმნება და ელექტრონული სასწავლო საშუალებებით აღიჭურვება, გარდა ამისა, დევნილებს ინტერნეტსა და დისტანციურ სერვისებზე მუდმივი წვდომის შესაძლებლობა ექნებათ

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA