CHCA აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას - სა...

CHCA აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას - სამეგრელო-ზემო სვანეთი

ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლებმა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში კვებითი სერვისების მიმწოდებელ სუბიექტებთან შეხვედრები გამართეს, რომლის მიზანი ორგანიზაციის მიერ ბიზნესის მხარდამჭერი ახალი პროექტის გაცნობა გახლდათ.

ლაშა ქირია, ცენტრი „აფხაზეთი“:
„ჩვენ სამეგრელოსა და ზემო სვანეში კვებითი სერვისის მიმწოდებელ 25 კომპანიას შევხვდით და ჩვენი ახალი პროექტის სიკეთეები გავაცანით. კორონა ვირუსის პანდემიამ მათი ბიზნესი ძალიან დააზარალა და ათასობით ადამიანი უმუშევარი დატოვა. ჩვენი პროექტის მიზანი სწორედ მათი პოტენციალისა და სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება იქნება“.

პროექტის (COVID-19-ით დაზარალებული  ეკონომიკის მხარდაჭერა) ფარგლებში დაგეგმილია COVID-19-ით დაზარალებული ბიზნეს გაერთიანენების და ბიზნეს სუბიექტების გაძლიერება, რაც ასოციაციიის შექმნას, ტრენინგებისა და ქოუჩინგის სერვისის მიწოდებას და საგრანტო დახმარებების გაცემას მოიცავს. გარდა ამისა, მხარდაჭერას (გრანტები, ქოუჩინგი, ტრენინგები) მიიღებენ დევნილი თემის მიერ შემოთავაზებული ბიზნეს ინიციატივები.

პროექტის განმახორციელებელი - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „ინოვა“
პროექტის დონორი - გაეროს განვითარების პროგრამა, შვეიცარიის საელჩო საქართველოში და ავსტრიის განვითარების სააგენტო

UNDP Georgia Embassy of Switzerland in Georgia Austrian Development Agency.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA