რუხში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა ...

რუხში მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა გრძელდება

ირაკლი ქოჩუა, პროექტების კოორდინატორი სამეგრელოში: „ჩვენ უკვე დავამთავრეთ ჭერისა და შიდა კედლების დამუშავება; დასრულებულია, ასევე, პირველ სართულზე ჭერის შეღებვა. უახლოეს კვირაში დავიწყებთ კედლების შეღებვას და იატაკის მოწყობას კერამოგრანიტით. ვფიქრობ, თებერვალში შიდა სამუშაოებსა და შენობის გარე შეღებვაც დავასრულებთ. მარტიდან კი ეზოს მოწყობას დავიწყებთ, კერძოდ, დავაგებთ ფილებს და გამოვცვლით ჭიშკარს“.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“ რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრ ,,ჩემი მორდუს“ აშენებს. ცენტრი ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს, როგორიცაა დღის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და 24-საათიანი მომსახურება-თავშესაფარი. გარდა ამისა, სახლში მოემსახურებიან ბავშვებს მოწყვლადი ოჯახებიდან.

შენობის რეაბილიტაცია ხორციელდება პროექტის „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ (EPIC) მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) სახელით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ (CHCA) თანამშრომლობით.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA