CHCA-მა მეფუტკრეთა ასოციაციასთან თანამშრ...

CHCA-მა მეფუტკრეთა ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

17 თებერვალს, 2021, ცენტრი „აფხაზეთის“ პროგრამის ხელმძღვანელმა დავით გუჩუამ და მეფუტკრეთა ასოციაციის ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელმა ზაზა ღურწკაიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ზაზა ღურწკაია, მეფუტკრეთა ასოციაციის ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელი:
„ასოციაციის დაფუძნება 2017 წელს მოხდა. ამ ეტაპზე ბევრი რამ გვჭირდება და "აფხაზეთთნ" თანამშრომლობა ჩვენი საქმიანობისთვის მხოლოდ წინსვლის მომტანი იქნება. პროექტში ასოციაციის 12 წევრი ჩავერთვებით და მემორანდუმის გაფორმებით ჩვენი მოლოდინები სულ მალე რეალობად გადაიქცევა. პროექტის ფარგლებში მოხდება მიკროსკოპის შეძენა და, ასევე, მოხდება ზუგდიდის ფილიალის წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა ტრენინგებში ჩართვა. კერძოდ, ჩატარდება ტრენინგები, დარგის სპეციალისტებისაგან მივიღებთ ინფორმაციას ფუტკრის დაავადებებთან დაკავშირებით, გავეცნობით ფუტკრის კომპლექსური მოვლის ტექნოლოგიებს და სხვა. ყოველივე ეს, ბუნებრივია, ჩვენი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს“.

მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა საინფორმაციო შეხვედრა მეფუტკრეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან, სადაც საუბარი გამოწვევებს, COVID-19-ით გამოწვეულ პრობლემებს და მიმდინარე საჭიროებებს შეეხო. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული ამოცანების, ერთობლივი ღონისძიებების და ინტერვენციის გეგმების განხილვა. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს და შეჯერდნენ ქოუჩინგ/მენტორინგის თემებზე, სპეციალიზირებულ ტრენინგებზე და საგრანტო დახმარების ფარგლებში მატერიალური ფასეულობების სპეციფიკაციებზე.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ საკონსულტაციო კომპანია „ინოვასთან ერთად ახორციელებს პროექტს „COVID-19-ით დაზარალებული ეკონომიკის მხარდაჭერა სამეგრელო ზემო-სვანეთში“. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA