თენგიზ ჯანაშია - სოფ. რუხი, ზუგდიდი

თენგიზ ჯანაშია - სოფ. რუხი, ზუგდიდი

თენგიზ ჯანაშიას ავტოსამრეცხაო სოფელ რუხში საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთზე აქვს მოწყობილი. საწყის ეტაპზე მან საქმიანობა მსუბუქი კონსტურქციით წამოიწყო. ბიზნესის სრულფასოვნად ასამუშავებლად და სამრეცხაოს ოპერირებისთვის კი მას სხვადასხვა სახის აგრეგატები სჭირდებოდა, კერძოდ, წყლის ჭავლური გამფრქვევი, მტვერსასრუტი, ქაფის აპარატი, კომპრესორი და წყლის ტუმბო. მას საკუთარი ძალებით ბიზნესის განვითარება არ შეეძლო და ამიტომ დახმარებისთვის „ზრდას“ პროექტს მიმართა.  

USAID Zrda პროექტის უპროცენტო სესხის კომიტეტის გადაწყვეტილებით თენგიზ ჯანაშიამ 2019 წელს 4870 ლარი მიიღო და თანხა ბიზნეს გეგმით გათვალისწინებული საშუალებების შესაძენად გამოიყენა. „რუხი გამყოფ ხაზთან ახლო მდებარე სოფელია და აქაა მთავარი გადასასვლელი აფხაზეთში. გარდა ამისა, რუხში მდებარეობს ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი რუხი-მოლი, ავტოსახელოსნო და ავტო-მაღაზია „თეგეთა მოტორსი“, რომელიც რეგიონში სხვადასხვა კომპანიების და სახელმწიფო უწყებების ავტომანქანებს ემსახურება. ამ ეტაპზე ავტოსამრეცხაო ერთი ბოქსისაგან შედგება და დღეში საშუალოდ 15 ავტომანქანას ვემსახურები. ჩემი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი თვეში 900 დან 1000 ლარამდე მერყეობს“. 

ამჟამად, თენგიზ ჯანაშიას ავტოსამრეცხაო წარმატებით აგრძელებს მუშაობას და ძირითადი დატვირთვა მსუბუქი ავტომანქანის, მიკროავტობუსის, ჯიპის ტიპის მანქანის და ხალიჩების რეცხვა გახლავთ. ავტოსამრეცხაოში 2 ადამიანი არის დასაქმებული. თენგიზ ჯანაშიას სამომავლო გეგმა სამრეცხაოს გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, დამატებით ახალი ბოქსების აშენება და ავტომფლობელთათვის სხვა სერვისების შეთავაზება გახლავთ. 

"პროექტი ზრდა საქართველოში“ ხორციელდება „ქემონიქს ინტერნეიშენალთან“ პარტნიორობითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონში. პროექტში ჩართულნი არიან გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელში მცხოვრები ადგილობრივი მეწარმეები.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA