კენკროვანთა ასოციაციასთან თანამშრომლობის...

კენკროვანთა ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

18 თებერვალს, 2021, ცენტრი „აფხაზეთის“ პროგრამის ხელმძღვანელმა დავით გუჩუამ და სამეგრელოს კენკროვანთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნანა ფიფიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

ნანა ფიფია, სამეგრელოს კენკროვანთა ასოციაციის ხელმძღვანელი:
„სამეგრელო კენკროვათა ასოციაცია სულ 17 წევრისგან შედგება და 2012 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენ ყველა ვაწარმოებთ კენკროვან კულტურას. ცენტრ „აფხაზეთთან“ გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა სხვადასხვა სახის ტრენინგებში მონაწილეობისა და ჩვენი უნარჩვევების განვითარებისა, ჩვენ მიღებთ მაცივარს. ვფიქრობ, ასე უფრო დაცულები ვიქნებით, შესანახი საშუალება გვექნება და მოსავალი არ გაგვიფუჭდება. ადრე გვქონდა შემთხვევა, შესანახი საშუალების არქონის გამო ნერგები გაგვიფუჭდა. ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ჩვენთვის იმედისა და სტიმულის მომტანია.“

მემორანდუმის გაფორმებას წინ უძღოდა საინფორმაციო შეხვედრა კენკროვანი კულტურის ასოციაციის წევრებთან, სადაც საუბარი არსებულ გამოწვევებს, COVID-19-ით გამოწვეულ პრობლემებს და მიმდინარე საჭიროებებს შეეხო. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული ამოცანების, ერთობლივი ღონისძიებების და ინტერვენციის გეგმების განხილვა. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს და შეჯერდნენ ქოუჩინგ/მენტორინგის თემებზე, სპეციალიზირებულ ტრენინგებზე და საგრანტო დახმარების ფარგლებში მატერიალური ფასეულობების სპეციფიკაციებზე.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ საკონსულტაციო კომპანია „ინოვასთან ერთად ახორციელებს პროექტს „COVID-19-ით დაზარალებული ეკონომიკის მხარდაჭერა სამეგრელო ზემო-სვანეთში“. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA