დევნილთა დასახლებებში სასწავლო სივრცეები...

დევნილთა დასახლებებში სასწავლო სივრცეები შეიქმნება

CHCA და UNDP აგრძელებენ დევნილი თემის გაძლიერებას
 
ბელა გვარამია, ტრენინგის მონაწილე კოპიტნარის დევნილთა დასახლება: 
 
„ჩვენს დასახლებაში კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ცენტრი მალე გაიხსნება. სარემონტო საშუალებების განსახორციელებლად საჭირო საშუალებები უკვე მოტანილია. თებერვალში ათდღიანი ტრენინგი გავიარე ინფორმაციულ ტექნოლოგიების თემაზე, რომელიც ჩემთვის ახალი იყო. ტრენერი დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდიდა. ვფიქრობ, ცენტრის გაძღოლა და დასახლებაში მცხოვრები ქალებისა და ბავშვებისათვის დახმარების გაწევა არ გამიჭირდება".
 
კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში სასწავლო სივრცის შექმნის პროცესი გრძელდება:
  - კოპიტნარის კოლექტიურ ცენტრში დევნილები 1993 წლიდან ცხოვრობენ 
  - დასახლება 15 კორპუსს მოიცავს
  - დასახლებაში 388 დევნილი ოჯახი ცხოვრობს

კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში სასწავლო სივრცის შექმნის პროცესი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოხდება ერთი ოთახის კეთილმოწყობა და აღჭურვა. მარტში სასწავლო სივრცეები ელექტრონული სასწავლო საშუალებებით (კომპიუტერები, პრინტერი) აღიჭურვება და დევნილებს ინტერნეტსა და დისტანციურ სასწავლო პროგრამებზე მუდმივი წვდომის შესაძლებლობა ექნებათ. პარალელურად, კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები ქალები ინფორმაციული ტექნოლოგიების თემებზე (IT, ქსელები და ადმინისტრირება, საოფისე პროგრამები) გადამზადების 10 დღიან კურსში ჩაერთვნენ. ტრენინგების მიზანია კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებმა ქალებმა დამოუკიდებლად შეძლონ სასწავლო სივრცეების მართვა და გაძღოლა.
 
საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტი „დევნილთა უფლებების დაცვა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება კონფლიქტით დაზარალებული ქალებისათვის COVID-19 კრიზისის დროს საქართველოში“ იანვარში დაიწყო. პროექტის მიზანია დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ჰიგიენური და სანიტარული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სასწავლო სივრცეების შექმნა

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA