15 ახლაგაზრდა ქალი ზუგდიდში სხვადასხვა ხ...

15 ახლაგაზრდა ქალი ზუგდიდში სხვადასხვა ხელობას სწავლობს

ხის დეკორაციებისა და სუვენირების დამზადება, ქარგვა და პოლიმერულ თიხაზე მუშაობის ხელობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 15 ქალი ეუფლება. სწავლა მარტში დაიწყო და მომავალი სამი თვის მანძილზე პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით ქალები ახალ ხელობას შეისწავლიან, რაც მათ დასაქმების შესაძლებლობების  გაზრდას და, ასევე, სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ხელობის გაკვეთილები ანალოგიური ფორმატით აფხაზეთშიც მიმდინარეობს.

პროექტი „ხელსაქმისა და მეწარმეობის შესწავლით ნდობის აღდგენის ხელშეწყობა“ ევროკავშირის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი მიზანი კონფლიქტით დაზარალებული და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდა ქალების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა და, აგრეთვე, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა გახლავთ.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA