სოციალური პროექტები დევნილთა დასახლებები...

სოციალური პროექტები დევნილთა დასახლებებისათვის

ხონის დევნილთა დასახლებაში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფი ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ ჩატარებული საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტი ინფრასტრუქტურული ხასიათისაა და კორპუსებზე ნუმერაციის განთავსებას და დევნილთა დასახლებაში ქუჩისთვის სახელის მინიჭებას ითვალისწინებს. პროექტის ინიციატორებმა ესკიზები შეიმუშავეს და გამოკითხვა ჩაატარეს, რათა დასახლების სახელწოდება და სანომრე აბრის საბოლოო შეჯერებული ესკიზი შეერჩიათ. გამოკითხვაში 100-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო და ხმათა უმრავლესობით ესკიზი საქართველოს რუქის გამოსახულებით შეარჩიეს. ამ ეტაპზე პროექტის მესვეურები ადგილობრივ თვითმმართველობასთან ქუჩისთვის სახელის მინიჭების საჭირო პროცედურებს აწარმოებენ.

პროექტი „დევნილი თემი - ახალი ხედვა და რესურსი“ ხორციელდება ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში. პროექტი საქართველოს 4 რეგიონში მიმდინარეობს და მოიცავს სათემო ორგანიზაციათა ქსელის ჩამოყალიბებას, ასევე, მედია ადვოკატირების კამპანიების და სოციალური პროექტების ჩატარებას.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA