სასწავლო სივრცეები დევნილი ქალებისათვის ...

სასწავლო სივრცეები დევნილი ქალებისათვის ზუგდიდში

19 მარტს ზუგდიდში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრში (ბ. ჯანაშიას N1ა, ექკ ადმინისტრაციული კორპ.), ქალებისათვის სასწავლო სივრცე გაიხსნა. სასწავლო სივრცე აღჭურვილია ელექტრონული სასწავლო საშუალებებით (კომპიუტერები, პრინტერი) და მუდმივი ინტერნეტით. ქალებისათვის სივრცის შექმნას წინ უძღოდა, თავად კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები ახალგაზრდა ქალების გადამზადება ინფორმაციული ტექნოლოგიების თემებზე (IT, ქსელები და ადმინისტრირება, საოფისე პროგრამები).
 
ღონისძიებას UNDP-ის  მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი, CHCA-ის აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი მილორავა, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები დევნილები და ზემოხსენებული ორგანიზაციების თანამშრომლები დაესწრნენ.
 
ანანო რიგვავა, თემის ლიდერი, ქალთა სასწავლო სივრცის მენეჯერი: „პროექტის ფარგლებში 10 დღიანი გადამზადების კურსი გავიარე. ახლა თავისუფლად შემიძლია ჩვენს ცენტრში მცხოვრებ ქალებს, დედებს, რომელთა შვილები სკოლის მოსწავლეები არიან, დავეხმარო სხვადასხვა პროგრამების ათვისებაში და ინფორმაციის მოძიებაში, აგრეთვე, შემიძლია დისტანციურ სასწავლო პროგრამებში თავად ჩავერთო და სხვებსაც დავეხმარო. ვფიქრობ, საწყის ეტაპზე, ჩვენთან მცხოვრები ქალებისათვის ელემენტარული უნარ-ჩვევების განსავითარებლად 10 გაკვეთილი საკმარისი იქნება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცენტრის მართვა და გაძღოლა დამოუკიდებლად შემიძლია“.
 
სასწავლო სივრცეები სამეგრელოს მუნიციპალიტეტში დევნილთა 5 კოლექტიურ ცენტრში გაიხსნება (პროექტის ფარგლებში სულ 10 სასწავლო სივრცე შეიქმნება).
 
საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ (CHCA) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროექტი „დევნილთა უფლებების დაცვა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება კონფლიქტით დაზარალებული ქალებისათვის COVID-19 კრიზისის დროს საქართველოში“ იანვარში დაიწყო. პროექტის მიზანია დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ჰიგიენური და სანიტარული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სასწავლო სივრცეების შექმნა.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA