აზნეთი/ხიდისთავის დევნილთა დასახლებაში წ...

აზნეთი/ხიდისთავის დევნილთა დასახლებაში წყლის სისტემა გაიმართა

UNDP და CHCA აგრძელებენ დევნილთა მხარდაჭერას

სოფელ ხიდისთავში, გორის მუნიციპალიტეტი, აზნეთის ყოფილ პროფესიულ სასწავლებელში აფხაზეთიდან დევნილი 35 ოჯახი ცხოვრობს. კოლექტიურ ცენტრში დევნილებს წყლის მიწოდების პრობლემა წლების მანძილზე ჰქონდათ. მოსახლეობა სამსართულიან კორპუსში წყალს ხელით ეზიდებოდა. თებერვალსა და მარტში განხორციელებული აქტივობების შედეგად, დევნილთა პრობლემა გადაწყდა და კოლექტიურ ცენტრი ახალი წყლის საქაჩი სისტემა გაკეთდა.
 
ემზარ ჭოჭუა, ხიდისთავის დევნილთა დასახლება:
„სოხუმიდან ვარ,  27 წელია აქ ვცხოვრობ. წლებია კორპუსში მაცხოვრებლებს წყლის პრობლემა გვაქვს. წყალი თვითდინებით არასდროს გვქონია, ბოლო დროს საქაჩი საშუალებაც გაფუჭდა და წყალს ხელით ვეზიდებოდით. პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა პრობლემა მოგვეგვარებინა. წყლის მოტორი შევიძინეთ, დავამონტაჟეთ და ახლა სისტემა მუშაობს გამართულად“.
 
სამეგრელოს, იმერეთსა და შიდა ქართლის დევნილთა 15 კოლექტიურ ცენტრში ჰიგიენური და სანიტარული პირობების გაუმჯობესების მიზნით სველი წერტილბი შეკეთდა ან მოეწყო. სამუშაოებში კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები დევნილები აქტიურად იყვნენ ჩართულნი

საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით პროექტი „დევნილთა უფლებების დაცვა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება კონფლიქტით დაზარალებული ქალებისათვის COVID-19 კრიზისის დროს საქართველოში“ იანვარში დაიწყო. პროექტის მიზანია დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში ჰიგიენური და სანიტარული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სასწავლო სივრცეების შექმნა, რომლებსაც გადამზადებული დევნილი ქალები გაუძღვებიან.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA