19 მარტს ზუგდიდში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრში, ქალებისათვის სასწავლო სივრცე გაიხსნა. სასწავლო სივრცე აღჭურვილია ელექტრონული სასწავლო საშუალებებით (კომპიუტერები, პრინტერი) და მუდმივი ინტერნეტით. ქალებისათვის სივრცის შექმნას წინ უძღოდა, თავად კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები ახალგაზრდა ქალების გადამზადება ინფორმაციული ტექნოლოგიების თემებზე.