გალში მცხოვრებმა 8 ახალგაზრდამ მატერიალუ...

გალში მცხოვრებმა 8 ახალგაზრდამ მატერიალური ფასეულობები მიიღო

23 მარტს, ცენტრი „აფხაზეთის“ ზუგდიდის ოფისში, გალში მცხოვრრებმა ახლაგაზრდებმა, რომლებმაც სამშენებლო კოლეჯში „კონსტრუქტორ 2“ 6 თვიანი სასწავლო კურსი გაიარეს, 1.500 ლარის ღირებულების მატერიალური საშუალებები მიიღეს. სასწავლო კურსი მოიცავდა 3 თვიან თეორიულ სწავლებას და 3 თვიან პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც მონაწილეებმა თბილისში სამშენებლო კომპანია მ2 ობიექტებზე გაიარეს. რვავე მონაწილე, სამუშაო ხელსაწყოების/იარაღების მიღების შემდეგ საქმიანობას გალში გააგრძელებს.

რაინდი ცატავა, პროექტის მონაწილე:

„ამ მიმართულებით გამოცდილება არ მქონია, აქ კოლეჯში ვისწავლე ყველაფერი, სამი თვე თეორიას ვსწავლობდი და შემდეგ კი ამავე კოლეჯის ბაზაზე სამი თვე პრაქტიკული კურსი თბილისში გავიარე“.

რაინდი ცატავამ სამშენებლო კოლეჯში „კონსტრუქტორ 2“ 6 თვიანი კურსი გაიარა და ქარგილების, კარ-ფანჯრისა და იატაკის მოწყობა სპეციალისტის ხელობა შეისწავლა. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ხელობისთვის აუცილებელი ხელსაწყოები (ცირკულარული ხერხი, ბეწვა ხერხი, ელექტრო ზუმფარა, კუთხსახეხი, ლაზერი, ბურღი) მიიღო, რომელთა საერთო ღირებულება 1.500 ლარის ღირებულების გახლავთ. ახალი პროფესიით და ხელსაწყობით აღჭურვილი ის გალში, საკუთარ სოფელში, ზემო-ბარღებში დაბრუნდა და საქმიანობა გააგრძელა. „გალის რაიონში ჩემი პროფესიის სპეციალისტი ბევრი არ არის, მე ჩემი ხელსაწყოებიც ხელს შემიწყობს რომ კონკურენტუნარიანი ვიყო. ვფიქრობ, საქმე სულ მექნება. სამუშაო გამოცდილება სამშენებლო მიმართულებით მაქვს, გაგრასა და გუდაუთაში მშენებლობებზე მიმუშავია. მინდა სამომავლოდ სახლში პატარა სახელოსნო მოვაწყო“.

სანდრო უბირია, პროექტის მონაწილე:

„კოლეჯში კარგი ცოდნა მივიღე და ძალიან წინ წავიწიე. კურსის დასასრულს საქმიანობის დამოუკიდებლად გასაგრძელებლად 1500 ლარის ოდენობის სამუშაო ხელსაწყოები - შედუღების აპარატი, ბეწვა ხერხი, გასაღებების ნაკრები და დამცავი ჩაფხუტი - მივიღე“.

სანდრო უბირიამ სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტორ 2-ში“ 6 თვიანი კურსი გაიარა და ელექტრო შემდუღებლის პროფესია შეისწავლა. თეორიული და პრაქტიკული კურსი მას დაეხმარა ახალი პროფესია აეთვისებინა და მშობლიურ სოფელში საქმიანობა დამოუკიდებლად დაეწყო. „აფხაზეთში პროფესიონალ შემდუღებელზე მაღალი მოთხოვნაა. თუ პროფესიონალის სახელს მოიპოვებ, კლიენტიც ბევრი გეყოლება და თვეში შეიძლება 2.500 ლარიც გამოიმუშაო. მე ჩემი ხელსაწყოებით გალში სერიოზეილი კონკურენცია შემიძლია გავწიო“.

პროექტი „ჩემი სახლის მმართველი - წარმატებული გამოცდილების გაზიარება“ 2020-2021 წწ. განხორციელდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროs, ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში (IWOe.V) და ევროპის საგანმანათლებლო ცენტრი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და უძრავი ქონებისთვის (EBZ) მხარდაჭერით.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA