ნანული ჭოლაძე - ბაში, სამტრედია

ნანული ჭოლაძე - ბაში, სამტრედია

ნანული ჭოლაძე - მესაქონლეობა/მეღორეობა
სოფელი ბაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი

ნანული ჭოლაძე შვეიცარიიდან საქართველოში 2020 წლის დეკემბერში დაბრუნდა. მან შვეიცარიული ორგანიზაციისგან, საერთაშორისო სოციალური სამსახური (International Social Service), სამშობლოში რეინტეგრაციის, ეკონომიკური გაძლიერებისა და საარსებო წყაროების შექმნის მიზნით 2021 წლის თებერვალში 16.338 ლარი მიიღო და თანხა მესაქონლეობის ბიზნესის წამოსაწყებად გამოიყენა. ის თავის მშობლიურ სოფელში, ბაში, დაბრუნდა და საოჯახო მეურნეობის აღდგენა დაიწყო. ორგანიზაციისაგან მიღებული ფინანსური დახმარებით შეიძინა 10 დედა ღორი (იორკშირის, ჰემშირის და ლანტრას ჯიში) და სამი მსხვილფეხა პირუტყვი, ხოლო საკუთარი ხარჯებით ერთი კერატი იყიდა და საქონლის სადგომი მოაწყო.
 
„ძალიან შრომატევადი სამუშაოა, ოჯახში მე, ჩემი ქალიშვილი და უფროსი ვაჟი ვართ საქმეში ჩართული, ვფიქრობ, ზაფხულისთვის ხელშესახები მოგება მექნება, 6 გოჭი უკვე მყავს და კიდევ ველოდები. ჩემი სურვილია, აქ დავრჩე და განვავითარო დაწყებული საქმიანობა, მინდა ტერიტორია კეთილმოვაწყო და გავაფართოვო, მინდა ყველაფერი მყავდეს - ქათამიც, ინდაურიც, იხვიც და სხვა რქოსანი ცხოველებიც, მინდა დიდი ფერმა მოვაწყო აქ. კორონავირუსით გამოწვეულმა პრობლემებმა გადამაწყვეტინა სოფლის მეურნეობისთვის მიმეყო ხელი. რომ არა გაწეული ფინანსური დახმარება, ახლა არაფერი არ მექნებოდა, ძალიან სიდუხჭირე და გაუსაძლისი მდგომარეობა რომ იქნებოდა ამაში დარწმუნებული ვარ, ეს იყო ჩემთვის, როგორც თევზისთვის წყალი“.
 
ამჟამად, ნანული ჭოლაძე წარმატებით აგრძელებს საოჯახო ბიზნესის გაძღოლას, იგი პირველი მოგების მიღებას ზაფხულში ელოდება.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA