მოქმედება COVID-19-ის წინააღმდეგ - პრევე...

მოქმედება COVID-19-ის წინააღმდეგ - პრევენცია და შემცირება

2020 წლის მარტში COVID-19-ის პანდემიის გამოცხადებისთანავე საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში მოქმედება დევნილთა საჭიროებების შესაბამისად დაიწყო და კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს მყისიერად უპასუხა. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები და პრობლემები დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ მოსახლეობაზე განსაკუთრებული სიმძიმით აისახა. ცენტრმა „აფხაზეთმა“ COVID-19-ის პანდემიის პრევენციისა და შემცირების მიზნით პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გაწევა დაიწყო.
 
საქართველოში 30.000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი 300 ე.წ. "უვარგის კოლექტიურ ცენტრში“ ცხოვრობს. მოსახლეობა ამორტიზირებულ ინფრასტრუქტურაში დღემდე განიცდის სიღარიბეს, უმუშევრობას და მძიმე პირობებს. ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით სამიზნედ შეირჩა 100 კოლექტიური ცენტრი განსაკუთრებით ცუდი სანიტარული პირობებით, სადაც სხვადასხვა სახის სამუშაოების/აქტივობების განხორციელება ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო და დღემდე გრძელდება.
 
პროექტის ფარგლებში, 5 თვის მანძილზე განხორციელებულმა საქმიანობებმა დევნილთა მდგომარეობა საგრძნობლად გააუმჯობესა და, აგრეთვე, შეამცირე COVID-19-ის გავრცელება.

ჰიგიენური და სანიტარული პირობების გაუმჯობესება

15 ყველაზე დაუცველი კოლექტიური ცენტრის იდენტიფიცირეის შემდეგ მოხდა ჰიგიენური და სანიტარული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. თემის წევრები ნებაყოფლობით, მოხალისეობრივად ჩაერთვნენ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებში, რომელიც მოიცავდა წყლისა და სანიტარული მოწყობილობების მშენებლობას, კერძოდ: ხელსაბანების, საპირფარეშოების, სამზარეულოების და ა.შ. რეაბილიტაციას ან განახლებას.
გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით 900-ზე მეტი ისარგებლებს.
 

ელექტრონული სასწავლო სივრცეები

10 კოლექტიურ ცენტრში გარემონტდა, კეთილმოეწყო და საბაზისო აღჭურვილობით დაკომპლექტდა სასწავლო ოთახები, რომელთა ტექნიკურ მართვასა და მენეჯმენტზე პროექტის ფარგლებში გადამზადებული ქალები ზრუნავენ. ახალგაზრდა ქალებმა გადამზადების კურსი გაიარეს შემდეგ თემებზე: მენეჯმენტისა და IT პროგრამების კურსი; თემის ეფექტური მართვა პანდემიის პირობებში; პრობლემების იდენტიფიკაცია და მათზე რეაგირება; პირველადი გადაუდებელი დახმარება პანდემიის პირობებში.
სასწავლო ოთახებით 300-ზე მეტი დევნილი ისარგებლებს.
 

კოლექტიური ცენტრების დეზინფექციის ჩატარება

ჰიგიენურ-სანიტარული პირობების გაუმჯობესების მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა შერჩეულ 100 კოლექტიურ ცენტრში, კერძოდ, დარიგდა საერთო მოხმარების ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც ხდება საერთო სივრცეების (კიბეები, დერეფნები, სველი წერტილები) დეზინფექცირება.

ირაკლი ქოჩუა, პროექტის მენეჯერი:
ჩვენ შევაფასეთ შენობების საერთო მდგომარეობა, რათა დაგვედგინა თუ რამდენად არასათანადო საცხოვრებელ პირობებში უწევთ დევნილებს ცხოვრება და, ასევე, შეგვეფასებინა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლესთან დაკავშირებული სხვა რისკები“.

შესწავლილი 100 კოლექტიური ცენტრიდან:

32 კოლექტიური ცენტრი არ ექვემდებარება შეკეთებას;
56 შენობის მდგრადობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ხარჯთეფექტურობის თვალსაზრისით რეაბილიტაცია არაა რეკომენდირებული;
82 ჩასახლებაში მაცხოვრებლები სარგებლობენ საერთო საპირფარეშოებით, რომელთა მდგომარეობა სავალალოა;
54 ჩასახლებაში სახურავი სრულად გამოსაცვლელია;
66 დასახლებეში მაცხოვრებლებს არა აქვთ აბაზანები (არც ინდივიდუალური, არც საერთო);
64 დასახლებაში კანალიზაციის სისტემა საერთოდ არ არსებობს, ხოლო 20-ში სარემონტოა და ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს;
56 ობიექტზე წყლის მიწოდება გამართულია;
მხოლოდ 19 ჩასახლების მაცხოვრებლები სარგებლობენ ბუნებრივი გაზით.

მეტი სურათი იხილეთ აქ 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA