1 ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღეა

1 ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღეა

1 ივნისი ბავშვთა დღეა

კურდღელაურისა და ბაისუბნის მცირე საოჯახო სახლის აღსაზრდელებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მხიარულ და სასიამოვნო გარემოში გაატარეს. მათ უფროსებისაგან ბევრი მოლოცვა და საჩუქრები მიიღეს

კურდღელაური
„ლოპოტა რეზორტმა“ კურდღელაურის მცირე საოჯახო სახლის აღსაზრდელებს ერთი ლამაზი დღე მოუწყო, ბავშვები ტბაზე დაპატიჟა და სხვადასხვა საინტერესო აქტივობები შესთავაზა, მათ შორის ცხენით ჯირითი.
ალვანელი სამოქალაქო პირები, კურდღელაურის სახლის მოზარდებს ესტუმრნენ, ბავშვთა დღე მიულოცეს და სხვადასხვა საჩუქრები - ჰამაკები, ეზოს მაგიდა და სკამები, ტანსაცმელი - გადასცეს.

ბაისუბანი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, ბაისუბნის მცირე საოჰახო სახლს ესტუმრა და აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. მერი, ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების განრიგით დაინტერესდა, მათ მომავალ გეგმებს გაეცნო და მათთან ერთად სპორტულ აქტივობებში ჩაერთო.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA