რუსუდან ჯეჯეია - ქუთაისი

რუსუდან ჯეჯეია - ქუთაისი

რუსუდან ჯეჯეია
თემის ლიდერი, ქუთაისის დევნილთა კოლექტიური ცენტრი

„2019 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ეფექტური მართვის თემაზე ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, 8 მონაწილესთან ერთად სასწავლო ტურით ბოჰუმში, გერმანიაში გავემგზავრე. გერმანულმა მოდელმა და მართვის სტრუქტურამ დიდი გამოცდილება შემმატა; გავეცანი საბინაო საკითხების მართვის მეთოდებს, ჰაუსმაისტერის უფლება-მოვალეობებს, უსაფრთხოების საკითხებს და ა.შ.“

რუსუდან ჯეჯეია გალიდან, აფხაზეთი, დევნილია. ის ქუთაისში, კოლექტიურ ცენტრში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეა. 2016 წელს კორპუსს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და 85 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა. პროექტის ფარგლებში მიღებულმა გამოცდილებამ მას საშუალება მისცა წარმატებით გაძღოლოდა ადვოკატირების კამპანიებს და არსებული პრობლემები გუნდთან ერთად დაეძლია. რუსუდან ჯეჯეიამ ამხანაგობის ფონდი შექმნა, რომელიც წევრების ყოველთვიური შენატანით ივსება და თანხები მცირე ინფრასტრუქტურული (ლიფტის ამუშავება, პარაპეტების დამონტაჟება, შიდა გზების მოწესრიგება) პრობლემების მოსაგვარებლად იხარჯება.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA