20 ივნისი ლტოლვილთა/დევნილთა საერთაშორის...

20 ივნისი ლტოლვილთა/დევნილთა საერთაშორისო დღეა!

20 ივნისი ლტოლვილთა/დევნილთა საერთაშორისო დღეა!
CHCA აგრძელებს დევნილებთან მუშაობას და მათ მხარდაჭერას


დღეს მსოფლიოში 80 მილიონი ადამიანი იძულებულია გაექცეს ომს, კონფლიქტს და იცხოვროს დევნილობაში. ლტოლვილები/დევნილები ცდილობენ საკუთარი ცხოვრება და სიმშვიდე სახლიდან შორს მოიპოვონ და აღიდგინონ. ქვეყნებმა, ორგანიზაციებმა და რიგითმა ადამიანებმა იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს კარები გაუღეს და მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემო შესთავაზეს და შეუქმნეს.
 
საქართველოში 2021 წლის მონაცემებით 773.411 დევნილია რეგისტრირებული. საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრი „აფხაზეთი“ დევნილებთან დაარსების წლიდან (1995) მუშაობს. ამ წლების მანძილზე ათასობით იძულებით გადაადგილებულმა პირმა მიიღო ორგანიზაციისაგან დახმარება და მხარდაჭერა, კერძოდ - სოციალური დახმარება, სამოქალაქო განათლება და პროფესიული უნარჩვევები, მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერა და ა.შ.
 
2020 წლის მარტში COVID-19-ის პანდემიის გამოცხადებისთანავე ცენტრმა „აფხაზეთმა“ იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში მოქმედება დევნილთა საჭიროებების შესაბამისად დაიწყო და კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებს მყისიერად უპასუხა. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები და პრობლემები დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ მოსახლეობაზე განსაკუთრებული სიმძიმით აისახა. COVID-19-ის პანდემიის პრევენციისა და შემცირების მიზნით ცენტრმა „აფხაზეთმა“ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გაწევა დევნილთა 100 კოლექტიურ ცენტრში დაიწყო.
 
დღეს საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირები მრავალი პრობლემის და გამოწვევის წანაშე დგანან. ცენტრმა „აფხაზეთმა“ 2020 წელს დევნილთა 100 კოლექტიურ ცენტში 500 მოწყვლადი ოჯახი (შშმ პირები, მარტოხელა მოხუცები, ორსული ქალები/ჩვილ ბავშვთა დედები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები) გამოიკვლია. კვლევამ აჩვენა, რომ დევნილთა უდიდესი ნაწილი ისევ უკიდურეს სიდუხჭირესა და სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობს.

მაღალი რისკის ჯგუფების საჭიროებათა კვლევა COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის პრევენციის ეფექტური ღონისძიებების იდენტიფიკაციის მიზნით

საყოფაცხოვრებო და კომუნალური პირობები

  • 63.8% - არ აქვს ან აქვს საზიარო აბაზანა
  • 52.2% - არ აქვს ან აქვს საზიარო საპირფარეშო
  • 19,6% - სარგებლობს ეზოში ან უბანში არსებული ონკანით

 საბინაო საცხოვრებელი პირობები

  • 36.6% - ცხოვრობს 20-39 მ2 ფართში
  • 29% - ცხოვრობს სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში, საჭიროებს სასწრაფო განსახლებას
  • 50,4% - საჭიროა კაპიტალური რემონტი

სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა

  • 77.6% - ძირითადი შემოსავალი არის სახელმწიფო დახმარება
  • 62% - შემოსავლის შემომტანი არავინაა
  • 31,8% - შემოსავლის მხოლოდ ერთი შემომტანია

ფსიქო-ემოციური მდგომარეობა

  • 96.7% - საჭიროებს ფსიქოლოგიურ მომსახურებას
  • 28.2% - აქვს კვების რეჟიმის დარღვევა
  • 75.1% - აქვს ძილის რეჟიმის დარღვევა


კვლევის სრული ვერსია ნახეთ აქ  https://bit.ly/3d1tfyR

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA