დევნილი თემის პრობლემები და გამოწვევები ...

დევნილი თემის პრობლემები და გამოწვევები - მრგვალი მაგიდის სხდომა გორში

29 ივლისს გორში მრგვალი მაგიდის სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დევნილი თემის, ცენტრი „აფხაზეთისა“ და ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებმა. თემის ლიდერებმა ისაუბრეს დევნილთა დასახლებებში არსებულ სხვადასხვა პრობლემებზე. შიდა ქართლის რეგიონიდან ბერბუკისა და კარალეთის სათემო ორგანიზაციებმა დასახლებაში არსებული პრობლემის პოზიციონირებისთვის ადვიკატირების კამპანიის ჩასატარებლად გრანტები მოიპოვეს და საქმეში დაინტერესებული მხარეები (ადგილობრივი მთავრობა და თემი, რეგიონული მედია) ჩართეს.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი (CHCA), ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში საქართველოს 4 რეგიონში მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში მდებარე დევნილთა დასახლებებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების ინიციატივით მედია ადვოკატირების კამპანიებს ატარებს.

პროექტი „დევნილი თემი - ახალი ხედვა და რესურსი“ საქართველოს 4 რეგიონში მიმდინარეობს და მოიცავს დევნილთა სათემო ორგანიზაციათა ქსელის ჩამოყალიბებას და მათი წევრების გაძლიერებას, ასევე, სოციალური პროექტების და მედია ადვოკატირების კამპანიების ჩატარებას.
 
 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA