ენერგოეფექტური მიდგომების მხარდაჭერა სო...

ენერგოეფექტური მიდგომების მხარდაჭერა სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში

საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ სექტემბერში ახალი პროექტი „ენერგოეფექტური მიდგომების მხარდაჭერა  სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში“ დაიწყო, და კიდევ ერთხელ შეეჭიდა არსებულ გამოწვევებს რეგიონებში.
პროექტის მიზანია განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება  სამიზნე თემებსა და სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში. პროექტი ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა.
პროექტის ფარგლებში ცენტრი „აფხაზეთის“ სამ სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებაში (მცირე საოჯახო ტიპის სახლი და ხანდაზმულთა ზრუნვის ცენტრები)  რუხში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ხურვალეთში (გორის მუნიციპალიტეტი) და ბაისუბანში (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) დამონტაჟდება დაბალი ნახშირბადის ემისიის ტექნოლოგიები (მზის ელექტროსადგური) და განხორციელდება შემდეგი შესაძლებლობების გაზრდის ღონისძიებები: 
  1. ცოდნის მიწოდება მზის პანელების, მათი ფუნქციონირების და ტექნიკური უზრუნველყოფის საფუძვლებზე ადგილობრივი თემისათვის;
  2. ტრენინგების მეშვეობით სამიზნე ჯგუფების (ადგილობრივი თემების წევრების, CCC ქსელის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის) ცოდნის გაზრდა კლიმატის, ენერგოეფექტურობის, სუფთა ენერგიისა და თანამონაწილეობითი მმართველობის შესახებ);
  3. ადგილობრივი მოსახლეობის  ადვოკატირებისა და ინტერესების წარმომადგენლობის მხარდაჭერა ადგილობრივ ადმინისტრაციულ ორგანოებთან.
მოსალოდნელი შედეგები:
  • პროექტის ფარგლებში სამ სამიზნე სათემო ცენტრში 10 კვტ.სთ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურების მონტაჟი და ამოქმედება. მიღებული დანაზოგებით დამატებითი სოციალური სერვისის, 20 მოხუცის შინმოვლის სერვისის უზრუნველყოფა;
  • 6 თემატური ტრენინგის და მრგვალი მაგიდის დისკუსიის ფარგლებში სამიზნე ჯგუფების (ადგილობრივი თემის წევრების, CCC ქსელის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის)  შესაძლებლობების გაძლიერება;
  • ენერგოეფექტურობისა და განახლებადი, დაბალნახშირბადიანი ტექნოლოგიების  პრაქტიკული საკითხების შესახებ სახელმძღვანელოს შემუშავება და რეკომენდაციების გავრცელება;
  • სულ მცირე სამი სათემო „მწვანე“ პროექტის განხორციელების მხარდაჭერა.
 
ბენეფიციართა რაოდენობა: 145 პირდაპირი ბენეფიციარი (სოციალური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების ბენეფიციარები, მზრუნველები, შინმოვლის სერვისის ბენეფიციარები, ადგილობრივი თემის წევრები, ССС ქსელის ორგანიზაციები).

დონორი: გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა (GEF SGP)/ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA