ჩემი სახლის მმართველი - საუკეთესო გამოცდ...

ჩემი სახლის მმართველი - საუკეთესო გამოცდილების გაზიარება

CHCA უკვე მეოთხედ ახორციელებს პროექტს „ჩემი სახლის მმართველი - საუკეთესო გამოცდილების გაზიარება“. პროექტი 2 წელია მიმდინარეობს და ამ პერიოდის განმავლობაში პროფესიული განათლება და აღჭურვილობა მიიღო 30-მდე ბენეფიციარმა როგორც აფხაზეთიდან, ასევე სამეგრელოს რეგიონიდან.
 
პროექტის ბენეფიციარები 18-35 წლამდე დევნილი ახალგაზრდები არიან, რომლებიც როგორც აფხაზეთის, ასევე, სამეგრელოს რეგიონში დევნილთა ჩასახლებებში ცხოვრობენ;  ფინანსური მხარდამჭერი კი- გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროა (IWO).
 
„ჩემი სახლის მმართველი - საუკეთესო გამოცდილების გაზიარება“ პასუხობს რეგიონში არსებულ გამოწვევებს პროფესიული განათლების კუთხით და შესაბამისად აქტიურად მუშაობს მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით.
ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე პროგრამები:
  1. დასრულდა მობილიზაციის პროცესი სამეგრელოს რეგიონში; ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები დევნილთა ჩასახლებებსა და ახალგაზრდულ ცენტრებში.
  2. ბენეფიციართა ერთი ნაწილი უკვე ჩაერთო სასწავლო პროცესში, სამშენებლო კოლეჯში „კონსტრუქტ2“, შედუღების მიმართულებით.
  3. მეორე ნაკადი, ელექტროობის მიმართულებით, მიემგზავრება ქობულეთში, კოლეჯ ახალ ტალღაში.
 
აფხაზეთისა და სამეგრელოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები პროექტის მიმდინარეობის პროცესში (5 თვე) სრულიად უსასყიდლოდ, მიიღებენ როგორც პროფესიულ განათლებას, ასევე აღიჭურვებიან სამუშაო იარაღებით.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA