სოციალური ჩართულობისა და ადვოკატირების ს...

სოციალური ჩართულობისა და ადვოკატირების სემინარები

CHCA, ASB საქართველო და KRDF ახორციელებენ პროექტს "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად". პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და პარტნიორობის გაზრდა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგის გაღრმავება. პროექტის ხანგრძლივობაა 4 წელი.

სემინარს ესწრებიან:
ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შემდეგი რეგიონებიდან:კახეთი, აჭარა, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი.
 
სემინარზე, ჩართული პირები და ორგანიზაციები, ეცნობიან:
პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების "სოციალური სერვისების საჭიროება, შეფასება და ანალიზი" და "სოციალური პროგრამების მუნიციპალური ბიუჯეტირების შესახებ პირველადი საჭიროებების შეფასება და ანალიზი" საფუძველზე:
  • სოციალური ჩართულობისა და ადვოკატირების საუკეთესო პრაქტიკა;
  • მონაწილეები ერთად სოციალური ჩართულობისა და ადვოკატირების მოდელების შემუშავება;
  • მხარდაჭერის გაწევა ადვოკატირების ექსპერტისგან ადვოკატირების გეგმების შედგენაში, ეფექტური ინსტრუმენტების შემუშავებაში და ადვოკატირების კამპანიების განხორციელებაში;
  • მონაწილეობა საგრანტო კონკურსში, რომლის მიზანია:
** ადგილობრივ დონეზე არსებული სოციალური პრობლემების ადვოკატირება და სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
** ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის სფეროში სამოქალაქო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA