კორფერენცია - Conflict issues in post-el...

კორფერენცია - Conflict issues in post-election period

4-5  ნოემბერს ბორჯომში, სასტუმრო ქრაუნ პლაზაში, გაეროს ორგანიზებით, ჩატარდა კონფერენცია თემაზე: Conflict issues in post-election period.
კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა CHCA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნ. მილორავამ, რომელიც შეეხო აფხაზეთში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას, Covid-19 პანდემიის პრევენციასა და მართვას,  სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში რუსეთ-აფხაზეთის თანამშრომლობის შეთანხმების შესრულებასა და წინაღობებს და სხვა.
მან აღნიშნა, რომ აფხაზეთში შექმნილ  მძიმე ვითარებას სათავისოდ იყენებს რუსეთი და უხეშ ზეწოლასა და შანტაჟს ახორციელებს. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება გრძნობს რა, ფიზიკური განადგურების საფრთხეს, იძულებულია წავიდეს მნიშვნელოვან დათმობებზე ისეთ საკითხებში, როგორიცაა - რუსებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭება და ენერგოობიექტების პრივატიზაცია. სამოქალაქო ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციები ღიად გამოხატავენ უკმაყოფილებას, განსაკუთრებით შეთანხმების იმ პუნქტზე, რომელიც უცხო ქვეყნის ორგანიზაციებისგან მიღებული დაფინანსების რეგულირებას უკავშირდება.

ა. ბჟანიას მრჩევლის და რეფორმების კომისიის წევრის  რ. ქარჩაას განცხადებით არ არის  მიზანშეწონილი რუსული კანონმდებლობის კოპირება და გადმოტანა აფხაზეთში თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთში ეს კანონები ახალი მიღებულია და პრაქტიკამ აჩვენა, რომ ისინი შეიცავენ მნიშვნელოვან ხარვეზებს და გადაცდომებს.
კონფერენციაზე, ასევე, წარმოდგენილ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოხსენება და პრეზენტაცია:
Post-election situation and its implications for the process of conflict policy revisions - Archil Gegeshidze (Levan Mikeladze Foundation);
Civil Society engagement with the government institutions - Zviad Zviadadze (SMR), Keti Chumbadze (MFA);
The view from inside government (book presentation and discussion) - Paata Zakareishvili (Grigol Robakidze University)

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA