ტრენინგების სერია - HR

ტრენინგების სერია - HR

CHCA-მ პროექტის "სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (IDPELA) შესაძლებლობების გაძლიერება" ფარგლებში ტრენინგების სერია დაიწყო.
პირველი ტრენინგის თემა "ადამიანური რესურსების მართვა საჯარო სამსახურში" იყო.

ტრენინგს ესწრებოდნენ ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს თანამშრომლები (სამმართველოს უფროსი და სპეციალისტები), ასევე ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი და დირექტორის მოადგილე, რომლის საკურატოროში შედის ეს მიმართულება.
მაღალი და საშუალო მენეჯმენტისთვის HR მიმართულება საიახლეს წარმოადგენს და მათთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორც ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი საკითხები, ასევე, საჯარო სექტორში HR მიმართულებით არსებული რეგულაციები. გამომდინარე იქედან, რომ სსიპ-ები ხელმძღვანელობენ როგორც კანონით საჯარო სამსახურის შესახებ, ასევე შრომის კოდექსით, ტრენინგზე განხილული იყო ორივე მიმართულების რეგულაციები, რაც ვრცელდება მათ ორგანიზაციაზე: თანამშრომლის რანგირება, შერჩევა, ადაპტაცია, დისციპლინური წარმოება, გათავისუფლების საფუძვლები, რეორგანიზაცია, მოტივაცია და პროფესიული განვითარება.
აღსანიშნავია, რომ ტრენინგის თემატიკა შედგენილი იყო მონაწილეებთან შეთანხმებით და შესაბამისად მათთვის საინტერესო იყო ყველა ის თემა, რაც ტრენინგზე იყო მოცემული.
ტრენინგის მონაწილეებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათთვის ტრენინგი იყო საინტერესო, საჭირო, ისინი გეგმავენ, რომ თავიანთ საქმიანობაში გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია.
 

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA