ჩვენს შესახებ

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” (სჰცა), დაარსებული 1995 წელს, არის ქართული არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მისიაა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროეზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა. ორგანიზაცია ჩამოყალიბდა აფხაზეთში განვითარებული ძალადობრივი კონფლიქტის შემდეგ იძულებით გადაადგილებული ათასობით დევნილი ადამიანის დახმარების მიზნით და, მას შემდეგ უამრავი საგანმანათლებლო, მიკრო-საფინანსო თუ დევნილთა განსახლების მხარდასაჭერი პროგრამა განახორციელა. სჰცა-ს მთავარი მიზანია გაზარდოს ინდივიდებისა და თემის როლი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასა და დემოკრატიის გაძლიერებაში, გააუმჯობესოს სოციალური და ეკონომიკური პირობები იძულებით გადაადგილებულ და სხვა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის შესაძლებლობათა განვითარებისა და თავდაჯერებულობის ხარისხის ამაღლების გზით. ორგანიზაციის საქმიანობები ხორციელდება გამჭვირვალედ, პროფესიონალიზმის, თანასწორობის, გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად გაჩნდა იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ახალი ნაკადი (ძირითადად “სამხრეთ ოსეთიდან”) რასაც ცენტრი “აფხაზეთი” მყისიერად გამოეხმაურა და გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გარდა დაიწყო გრძელვადიანი განვითარების პროგრამების დანერგვა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ადგილნაცვალი ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის

დღესდღეობით, სჰცა-ს პროექტები ბევრად უფრო მრავალფეროვანია, რადგან მათი მიზანი არის “ძველი” და “ახალი” იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული, დაბრუნებული, მოსახლეობის მხარდაჭერა. ცენტრი “აფხაზეთის” მიერ განვხორციელებული პროექტები წელიწადში დაახლოებით 5,000 ადამიანს მოიცავს. წლების მანძილზე ორგანიზაციის მისია უცვლელი რჩება: ადგილნაცვალი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გაძლიერაბა, რათა ადამიანებმა შეძლონ უკეთესი მომავლის შექმნა როგორც პირადი, ასევე საკუთარი ოჯახებისათვის. სჰცა-ს სტრატეგიული მიზნები და ამოცანები ორგანიზაციის გამგეობის მიერაა განსაზღვრული და მას ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ახორციელებს, რომელიც გამგეობას წელიწადში სულ მცირე ოთხჯერ აბარებს ანგარიშს. აღმასრულებელი დირექტორი ორგანიზაციის საქმიანობას 4 ძირითადი მიმართულებით განკარგავს. ე მიმართულებები გახლავთ: პროგრამული, ფინანსური, შესყიდვები/ლოჯისტიკა და ადმინისტრაციული. ცენტრი “აფხაზეთის” თანამშრომელთა 85% დევნილია, რაც ორგანიზაციის ერთ-ერთი პრინციპის ”დევნილები, დევნილების სამსახურში” დადასტურებაა. წელბის მანძილზე სჰცა-მ განავითარა ორგანიზაციული შესაძლებლობები და აქტივები, გააუმჯობესა და გადაამზადა თანამშრომლები, განავითარა შიდა სტრუქტურა, შექმნა შიდა მონიტორინგისა და ფინანსური ანგარიშგების სისტემა და ეფექტური შიდა რეგულაციები.

სჰცა 5 რეგიონში მუშაობს: იმერეთი (ქუთაისი, წყალტუბო), სამეგრელოი (ზუგდიდი, წალენჯიხა,ხონი, სენაკი), შიდა ქართლი (გორი, ქარელი, კასპი, ხაშური), ქვემო ქართლი (ბოლნისი, გარდაბანი, მარნეული, თეთი წყარო) და თბილისი (დედაქალაქი). რეგიონულ ოფისებში (ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი და გორი). აქტივობების მართვა ხორციელდება ორგანიზაციის სათაო ოფისიდან (თბილისი).
2004 წელს, სჰცა-ს მიკრო-სესხების პროგრამამ მიაღწია ისეთ წარმატებას, რომ ფინანსურად თვითკმარ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. ახლა უკვე დამოუკიდებელი მიკრო საფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი” მთელს საქართველოში მუშაობს მთავარი მიზნით დაამარცხოს სიღარიბე და ხელი შეუწყოს ჯანსაღი ბიზნეს სექტორის განვითარებას.
სჰცა თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან, ასევე საქართველოს მთავრობასთან.
დონორთა სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ, ხოლო პარტნიორების ჩამონათვალი იხილეთ აქ: ცენტრი აფხაზეთი მასპინძლობს ბევრ მოხალისეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან (მშვიდობის კორპუსი), ევროპიდან (ევროპის მოხალისეობრივი სერვისი/სამსავური), და სტაჟიორებს სხვადასხავ ორგანიზაციიდან.

KUTAISI HEAD OFFICE
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: pr@chca.org.ge

TBILISI OFFICE 
Tel.: +995 322 944 544
E-mail: tbilisi@chca.org.ge

BRANCH OFFICE GORI 
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge 

BRANCH OFFICE ZUGDIDI
Tel: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

BRANCH OFFICE BATUMI
Tel: +995 422 227 857
E-mail: batumi@chca.org.ge

BREANCH OFFICE TELAVI
Tel.: +995 599 862 298
E-mail: telavi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA