შემოსავლების გენერირება და ბიზ...

შემოსავლების გენერირება და ბიზნესის მხარდაჭერის ინიციატივა

პროექტის სახელწოდება: შემოსავლების გენერირება და ბიზნესის მხარდაჭერის ინიციატივა (პირველი და მეორე ფაზა)
დონორი: USAID / NEO (ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო / ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები); SV (ჰოლანდიის ლტოლვილთა ფონდი)
პროექტის ხანგრძლივობა: 
პირველი ფაზა: 1 სექტემბერი 2012 – 28 თებერვალი 2014 
მეორე ფაზა: 15 აგვისტო 2014 – 30 სექტემბერი 2015 
ბიუჯეტი:
პირველი ფაზა: 452,028 ლარი 
მეორე ფაზა: 423,117 ლარი
ბენეფიციართა რაოდენობა:
პირველი ფაზა: 342 მსესხებელი 
მეორე ფაზა: 320 მსესხებელი 
პროექტის მიზანი:
იძულებით გადაადგილებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების შემოსავლების გენერირება, ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერება და თვითკმარობის მიღწევა, ბენეფიციარების ეფექტური ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერის, ბიზნესის მართვის ტრენინგებისა და უპროცენტო სესხებით უზრუნველყოფის გზით. 
მიღწეული შედეგები: 
პირველი ფაზა: ბენეფიციართა 75%-მა გაზარდა საკუთარი შემოსავალი, რომლის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 36%-ი შეადგინა. პროექტის განხორციელების შედეგად ბენეფიციარების მიერ შექმნილმა დამატებითმა დოვლათმა დაახლოებიტ 200, 000 ლარი შეადგინა. სესხების დაბრუნების მაჩვენებელმა 98%-ს გადააჭარბა.
მეორე ფაზა: 455-მა ადამიანმა გაიარა ბიზნეს ტრენინგი, 320-მა კი მიიღო 282, 840 ლარის ოდენობის უპროცენტო სესხი ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად. დაფინანსდა 87 ვაჭრობის, 15 წარმოების, 11 მომსახურების და 207 სოფლის მეურნეობის მიმართულების ბიზნესი.
სამიზნე რეგიონი: შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი და სამეგრელო.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA