წლიური ანგარიში 2010-2011:




 
სიახლეები
ხუთშაბათი, 16 მაისი 2013
14 მაისს ცენტრმა აფხაზეთმა მონაწილეობა მიიღო ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოვების ღონისძიებაში. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ სპეციალიზირებული მცირე საოჯახო ტიპის სახლების ლიდერები და აღმზრდელები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელთა შეფასება წარმოებული დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე ხდებოდა.
პარასკევი, 10 მაისი 2013
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების არსსა და დანიშნულებას და მათთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან ასპექტებს გაეცნობიან. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ ორგანიზებითა და USAID/NEO-ს ფინანსური მხარდაჭერით, დაბა გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლო“-ში ორდღიანი ტრენინგი/სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც მცხეთის, გორის, კასპის, ქარელის, ქუთაისის, წყალტუბოს, ვანის, ზუგდიდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
პარასკევი, 10 მაისი 2013
8 მაისს ცენტრი „აფხაზეთის“ გორის ოფისს მშვიდობის კორპუსის 3 მოხალისე ესტუმრა. ვიზიტი ემსახურებოდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მართვის სისტემის გაცნობას
სამშაბათი, 30 აპრილი 2013
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები კიდევ 34 დევნილი და ადგილობრივი სოციალურად დაუცველი პირი დაფინანსდება უპროცენტო სესხებით მათი ბიზნეს საქმიანობათა მხარდაჭერის მიზნით.
პარასკევი, 26 აპრილი 2013
26 აპრილს საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ ჰოლანდიის ქრონინგენის უნივერსიტეტის NOHA სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს და პროფესორებს უმასპინძლა. ცენტრი „აფხაზეთი“ უკვე მესამე წელია რაც აღნიშნული უნივერსიტეტის სტუდენტებს მასპინძლობს. შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუმრებისათვის ორგანიზაციის მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარებას დევნილი და სხვა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების კუთხით.
პარასკევი, 19 აპრილი 2013
პროექტის - “დევნილთა ბინათმესაკუთრეთა და მობინადრეთა ამხანაგობების შექმნა და განვითარება” - ფარგლებში ცენტრმა “აფხაზეთმა” ბენეფიციარებისთვის ტრენინგების სრული კურსი განახორციელა. წილკანის დევნილთა დასახლებაში კი წარმატებით დაიწყო პროექტის შემდეგი ეტაპის განხორციელება, რომელიც მობინადრეთა ამხანაგობების ჩამოყალიბებას მოიცავს.
12345678910  >   >>