"დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე" - პრო...

"დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე" - პროექტის დახურვის ღონისძიება

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში ბიზნეს გრანტებით დაფინანსებული ბენეფიციარების პროდუქცია და ნამუშევრები. ასევე, გამოფენილი გახლდათ პროექტის ფარგლებში გამოცემული პუბლიკაციები, წარმატებული ბენეფიციარების კატალოგი და ფოტოები. ღონისძიების მეორე ნაწილი მოიცავდა კონფერენციას თემაზე "გამოცდილება, გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროების შესაძლებლობების განვითარების შესახებ". სტუმრებს სიტყვით მიმართეს და პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს დონორი და განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. გარდა ამისა, დასკვნით ნაწილში გაიმართა ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია.

 

 

closure event exhibition

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA