საერთაშორისო სემინარი მინსკში

საერთაშორისო სემინარი მინსკში

გადამზადებისა და ბინათმესაკუთრეთა ინფორმირების სისტემების შექმნისათვის". კონფერენცია ჩატარდება იოჰან რაუს სახელობის საერთაშორისო განათლების ცენტრში.

საბინაო სექტორი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში პრობლემატურია. ძირითადი საკითხები, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ ყურადღებას შემდეგია: საერთო საკუთრების დომინირება, რომელთა წევრები არ არიან საკმარისად ინფორმირებულები, არ გააჩნიათ საბინაო ფონდის მართვისათვის შესაბამისი უნარ-ჩვევები; უმეტეს შემთხვევაში სახეზე არიან დაბალშემოსავლიანი ბინათმესაკუთრეები. პროფესიონალი მენეჯერების ტრენინგის სისტემა არ არის განვითარებული, მათ შორის სახელმწიფო მოხელეების დონეზეც. ბინათმესაკუთრეებს შორის ინფორმაციის გავრცელების არსებული სისტემა არაეფექტურია.

ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საბინაო სექტორში საერთო საკუთრების მართვა არის კომპლექსური და საჭიროებს პროფესიონალ მენეჯერებსა და ინფორმირებულ ბინათმესაკუთრეებს. ევროკავშირის ქვეყნებში საგანმანათლებლო, ისევე როგორც ინფორმაციის გავრცელების სისტემა ბინათმესაკუთრეებსა და მენეჯერებს საცხოვრებელი სახლების მართვაზე ინფორმაციას აწვდის სკოლიდანვე, რაც ასევე ხელს უწყობს მესაკუთრის პასუხისმგებლობების გათავისებას.

კონფერენციის მონაწილე ექსპერტები აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან და უკრაინიდან ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას შემდეგ საკითხებში:
• არსებული საბინაო მართვის სისტემები;
• საბინაო სექტორის მართვის სფეროში განათლების სისტემის შექმნის ისტორია (ევროკავშირის ქვეყნებში);
• პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული საბინაო სექტორის მართვის სწავლების პრაქტიკა;
• ბინათმესაკუთრეთა შორის ინფორმაციის გავრცელების არსებული პრაქტიკა.

ევროკავშირისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ექსპერტების ჩართულობით აქტიური დისკუსია ხელს შეუწყობს საბინაო სექტორის მართვისა და ბინათმესაკუთრეთა ინფორმირების სასწავლო სისტემის შექმნისათვის რეკომენდაციების შემუშავებას.

ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა ქვეყნებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის: ბელარუსის რესპუბლიკის საბინაო საკითხებისა და კომუნალური მომსახურებების სამინისტრო, ბელარუსის განათლების სამინისტრო, საჯარო კომუნალური დაწესებულება “კლიენტების მომსახურება”, “უძრავი ქონების მენეჯერების ასოციაცია” (HA, HCCC), სამშენებლო კომპანიები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, კვლევითი ინსტიტუტები და არაკომერციული საბინაო ასოციაციები ევროკავშირსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, უძრავი ქონების პროფესიონალი მენეჯერები.

სემინარის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია “უძრავი ქონების მენეჯერების ასოციაცია” (მინსკი, ბელარუსი) და “ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში (IWO, ბერლინი, გერმანია). სემინარი ტარდება პროექტის “გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში” ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საბინაო სექტორში ეროვნული რეფორმების მხარდაჭერას, სამოქალაქო საზოგადოების სამეთვალყურეო როლის გაზრდას, გაუმჯობესებული საბინაო მართვის, საცხოვრებელი სახლების ენერგეტიკული სანაციისა და ბარიერების გარეშე გარემოს შექმნას. პროექტი ასევე ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადეობასა და ეროვნულ, ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას საბინაო საკითხების გარშემო.
ღონისძიებისა და პროექტის “HOME” შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: www.jildom.com 

home minsk 3

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA