სამუშაო შეხვედრა თბილისში - ბინათმესაკუთ...

სამუშაო შეხვედრა თბილისში - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მართვა და ენერგოეფექტური სანაცია

„კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ და მდგრადი განვითარების ცენტრი „რემისიას“ ორგანიზებით ჩატარდა სამუშაო შეხვედრა - „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მართვა და ენერგოეფექტური სანაცია - საქართველოს და გერმანიის გამოცდილება“, რომელშიც მონაწილეობდნენ გერმანელი და ქართველი საბინაო სექტორის ექსპერტები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ორი ქვეყნის საბინაო სექტორში მიღწეული წარმატებები, არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები. 

ღონისძიება ჩატარდა პროექტის „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანული ორგანიზაცია „ინიციატივა საბინაო მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში“ (ივო) მიერ ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით. პროექტი სამწლიანია და 5 პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანაში 2015 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს პარტნიორ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების როლის გამყარებასა და ამაღლებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში საბინაო სექტორში. თბილისში პროექტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“.



ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 322 944 544
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA