საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი” რუხში (მდებარეობს აფხაზეთის გამყოფ ხაზთან ახლოს) მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრს “ჩემი მორდუ“ აშენებს. „ჩემი მორდუ“ ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს, როგორიცაა დღის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და 24-საათიანი მზრუნველობის გაწევა მიუსაფარი ხანდაზმულებისათვის.