საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხ...

საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ 20 წლის იუბილე აღნიშნა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ 20 წლის იუბილე აღნიშნა. ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას მათი ცენტრის 20 წლიანი საქმიანობის მოკლე ანგარიში წარუდგინეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ საქმიანობა 1995 წელს დაიწყო და დღეისათვის მრავალ პროექტს ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისთვის.

მასალის ლინკი https://bit.ly/2zw2stp

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA