სოციალური უნარების ტრენინგი 4 ძირითად თემას მოიცავს - ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტების მართვა, რეზიუმეს წერა და სამუშაოს მოძიება. მონაწილეები შემდგომ ეტაპზე, აგვისტოში, ბიზნეს ტრენინგებს გაივლიან და ბიზნეს წინადადებების შემუშავების შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ 1200 და 3000 ევროს მოცულობის გრანტები ბიზნესის დასაწყებად ან განსავითარებლად.
სექტემბერში პროექტში სამეგრელოსა და კახეტის რეგიონი მცხოვრები ყოფილი მსჯავრდებულები და პრობაციონერები ჩაერთვებიან.
ტრენინგები ტარდება პროექტის - „განათლება რეინტეგრაციისათვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად” - ფარგლებში, რომელსაც ცენტრი „აფხაზეთი“ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრითან ერთად არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდისა და ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით კახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში და თბილისში ახორციელებს.