როგორ ცხოვრობენ დევნილები გორში

როგორ ცხოვრობენ დევნილები გორში

UNDP-მა და CHCA-მა გორში დევნილთა კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები დევნილები მოინახულეს და მათ პირველადი საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცეს ჭონქაძის ქუჩაზე, მუსიკალური სასწავლებლის ყოფილ შენობაში, სამაჩაბლოდან დევნილი 33 ოჯახი 2009 წლიდან ცხოვრობს. აქ მაცხოვრებელი დევნილების პრობლემა უმუშევრობა, საცხოვრებელი ფართების სიმცირე, სახელმწიფოს მიერ დანიშნულ დახმარებებზე დამოკიდებულება და სხვა გახლავთ.

UNDP-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი და ორგანიზაციის სხვა თანამშრომლები დევნილთა დასახლებას ესტუმრნენ, გაესაუბრნენ დევნილებს და მოისმინეს მათი პრობლემები. სტუმრებს მასპინძლობას ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი მილორავა უწევდა. კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ 12 უკიდურესად შეჭირვებულმა ოჯახს (მარტოხელა, მრავალშვილიანი) პირველადი საკვები პროდუქტები და, ასევე, საერთო მოხმარების ფართების დასასუფთავებელი ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებები გადასცეს.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ UNDP-ის მხარდაჭერით საქართველოს სამ რეგიონში, დევნილთა 100 კოლექტიურ ცენტრში, COVID-19 წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს ახორციელებს. მათ შორის, 25 კოლექტიური ცენტრი შიდა ქართლში მდებარეობს. ცენტრი „აფხაზეთის“ დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში COVID-19-ის საწინააღმდეგო მოქმედებებს აპრილიდან ახორციელებს. საქართველოში 40.000 ოჯახი სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობს.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA