სოციალური სერვისების საჭიროებისა და კმაყ...

სოციალური სერვისების საჭიროებისა და კმაყოფილების კვლევა

ზუგდიდსა და ქუთაისში საპილოტე კვლევა ჩატარდება, რომელშიც 1000 რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევით, კარდაკარ სიარულის გზით შეირჩევა.
 
ქეთი ქიმოსტელის, სოციალური პროგრამის ხელმძღვანელი: „კითხვარი არის მძიმე, რთული და მოიცავს სოციალურ და ეკონომკურ ჭრილს. კვლევის შედეგად შეფასდება უკვე არსებული სოციალური სერვისები და, ამავდროულად, მოხდება ახალი სერვისების გამოკვეთა. კვლევას 1-ელ აგვისტოს დავიწყებთ, შედეგების პრეზენტაცია კი CCC ქსელის შეხვედრაზე, ქსელის წევრი ორგანიზაციებისთვის, სექტემბერში გავმართავთ. ეს იქნება საპილოტე ხასიათს კვლევა, პროექტის ფარგლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელსაც ოქტომბერში დავიწყებთ და შედეგებს საზოგადოებას 2021 წლის იანვარში წარვუდგენთ“.
 
20 ივლისს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ექსპერტ-მკვლევარი უძღვებოდა. შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საკვლევი ინსტრუმენტისა და კვლევის ონლაინ პლატფორმის (Survey Monkey) შესახებ, გარდა ამისა, შეხვედრაზე მოხდა საველე სამუშაოების დაგეგმვა.
 
პროექტი პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, და მას ახორციელებს ASB საქართველო, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA