შშმპ საკითხებზე მომუშავე ერთობლივი საბჭო...

შშმპ საკითხებზე მომუშავე ერთობლივი საბჭოს შეკრება ბორჯომში

CCC ქსელის ორგანიზებით ბორჯომში (31 ივლისი-1 აგვისტო) სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სერვისების გაძლიერების ხელშეწყობას, საბჭოს ერთიანი სტრაქტურისა და დებულების ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. შეხვედრას კავკასიის ზრუნვაზე ორიენტირებულ ორგანიზაციათა ქსელის (CCC Network) პრეზიდენტი ლიკა კილაძე უძღვებოდა.
 
სამუშაო შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და მონაწილეებს ახლადდაფუძნებული საბჭოს - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სერვისების გაძლიერების ხელშეწყობისათვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საბჭო“ - ხედვა და მიზნები გაუზიარა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ და განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს შშმ პირთა სერვისების გაძლიერების ხელშეწყობისთვის მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საბჭოს ხედვა და მიზნები, ჩამოყალიბეს ერთიანი საბჭოს დებულების სტრუქტურა, შეთანხმეს სამომავლო გეგმა და ა.შ. თავის მხრივ, CCC ქსელი, რომლის შემადგენლობაში სოციალურ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები შედიან, აქტიურად გააგრძელებენ ითანამშრომლებას საბჭოსთან.
 
პროექტი "პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, და მას ახორციელებს ASB საქართველო, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი“ და კახთის რეგიონული განვითარების ცენტრი.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA