სველი წერტილების რეაბილიტაცია დევნილთა კ...

სველი წერტილების რეაბილიტაცია დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში

„დაახლოებით ორი წელია ჩვენი საცხოვრისის სარდაფი წყლით არის სავსე, ცენტრი „აფხაზეთის“ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დახმარებით დღეს შეგვიძლია ეს რეალობა შევცვალოთ და კანალიზაციის სისტემა სრულად გავმართოთ. ჩვენთვის ასეთ პირობებში ცხოვრება არის გაუსაძლისი. გარდა იმისა რომ ადგილზე საშინელი სუნი დგება, ჩვენს სიცოცხლესაც ექმნება საფრთხე და შენობის საძირკველსაც. ვფიქრობ, ერთ თვეში ყველაფერს დავასრულებთ“, - ამბობს თამაზ ოსიტაშვილი დევნილი სამაჩაბლოდან, რომელიც1992 წლიდან ოჯახთან ერთად სოფელ ატენში, სკოლა-ინტერნატის ყოფილ შენობაში, ცხოვრობს. ის ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტის ფარგლებში COVID-19-ის საწინააღმდეგოდ მიმართულ ღონისძიებებში ჩაერთო და სხვადასხვა ტრენინგებსა და აქტივობებში მიიღო მონაწილეობა. ატენში, დევნილთა ე.წ. კოლექტიურ ცენტრში, 6 ოჯახი ცხოვრობს. მათ პრობლემები ბევრი აქვთ, თუმცა მათ შორის ყველაზე პროლემური, სწორედ, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა გახლავთ. 11 სექტემბერს, თამაზ ოსტიაშვილმა შენობაში სველი წერტილების გასამართად, სხვადასხვა სამშენებლო საშუალებები მიიღო.
 
ატენის მსგავსად სველი წერტლების რეაბილიტაცია შიდა ქართლის, იმერეთის და სამეგრელოს დევნილთა 10 კოლექტიურ ცენტრში ჩატარდება. ცენტრმა „აფხაზეთმა“ დევნილთა 100 კოლექტიურ ცენტრში შენობა/ნაგებობების ტექნიკურ შეფასება ივნისი-ივლისში ჩაატარა. პროფესიონალმა ინჟინერმა დაათვალიერა, შეისწავლა და შეაფასა შენობების სახურავი, იატაკი, სველ წერტილები, წყლისა, საკანალიზაციო სისტემის მუშაობა და სხვა. შეფასებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სპეციალურმა კომისიამ სავალალო მდგომარეობაში მყოფი 10 ობიექტი გამოავლენა.
 
ირაკლი ქოჩუა, პროექტის კოორდინატორი:
„დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში, სადაც პროექტის ფარგლებში ვიმუშავეთ, სავალალო მდომარეობაა. დევნილები უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობენ, ასეთ ადგილებში ყოფნა სიცოცხლისთვის არის სახიფათო. ჩვენმა კომისიამ დევნილთა 10 კოლექტიური ცენტრი შეარჩია, სადაც სველი წერტილების (საპირფარეშო, საკანალიზაციო სისტემა, წყალგაყვანილობა) შეკეთეაბა-რეაბილიტაცია მოხდება. ჩვენ ამ კოლექტიურ ცენტრებში გვყავს გადამზადებული თემის ლიდერები, რომლებმაც ყველა საჭირო სამშენებლო მასალები უკვე მიიღეს. თავად დევნილები აქტიურად არიან ჩართულნი სამუშაოებში. ვფიქრობ, რეაბილიტაციის პროცესი სექტემბერში დასრულდება.“
დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში სველი წერტილების რეაბილიტაციის პროცესში ჩართულები არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.
 
პროექტს - „COVID-19 გავრცელების პრევენცია იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში” - ცენტრი „აფხაზეთი“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოში, იმერეთსა და შიდა ქართლში ახორციელებს. პროექტში ჩართულია დევნილთა 100 კოლექტიური ცენტრი.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA