სოციალური სერვისების საჭიროებისა და კმაყ...

სოციალური სერვისების საჭიროებისა და კმაყოფილების კვლევა

იანვარში გორის მუნიციპალიტეტში სოციალური სერვისების საჭიროებისა და კმაყოფილების კვლევა დაიწყო. კვლევის მიზანი გახლავთ მუნიციპალიტეტებში სოციალური სერვისების საჭიროების კვლევა, ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სოციალური მომსახურების მიმართ მოსახლეობის კმაყოფილების დონის განსაზღვრა.

ქეთი ქიმოსტელი, კვლევის კოორდინატორი: „კვლევა დაგვანახებს მოსახლეობის საჭიროებას სოციალურ სერვისებზე და, ასევე, მოგვცემს საშუალებას უკვე არსებული სერვისების შეფასება და ანალიზი გავაკეთოთ. საველე და სამაგიდე კვლევა იქნება ჩვენთვის კარგი საშუალება ერთმანეთს შევადაროთ მოსახლეობის საჭიროებები სოციალურ სერვისებზე და, ასევე, თავად მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური სერვისები. კვლევის შედეგები ჩვენთვის იქნება საბუთი მომავალი ადვოკატირების პროცესისათვის“

კვლევა ცენტრი „აფხაზეთის“ ორგანიზებითა და CCC ქსელის წევრი ორგანიზაციების ჩართულობით მიმდინარეობს და ის ორი მიმართულებით ხორციელდება - საველე, რომელიც ადგილობრივთა პირისპირ ინტერვიუებს მოიცავს და სამაგიდე, რომელიც მუნიციპალიტეტის სოციალური ბიუჯეტირების საკითხებს შეისწავლის. მომდევნო ეტაპზე კვლევის პროცესში სხვა მუნიციპალიტეტებიც (მცხეთა, ახალციხე, ოზურგეთი ამბროლაური, ბოლნისი, ბათუმი, თელავი) ჩაერთვებიან. კვლევის საბოლოო შედეგები მარტში გახდება ცნობილი.

პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, და მას ახორციელებს ASB საქართველო, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი. პროექტი საქართველოს 10 რეგიონში ხორციელდება.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA