შეხვედრა გასტრონომიის ასოციაციის წარმომა...

შეხვედრა გასტრონომიის ასოციაციის წარმომადგენლებთან

16 თებერვალს ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის გასტრონომიის ასოციაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცენტრი „აფხაზეთის“ ორანიზებით გაიმართა და მას საკონსულტაციო კომპანია „ინოვას“, UNDP-ის და გასტრონომიის ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მიზანი იყო პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული ამოცანების, ერთობლივი ღონისძიებების და ინტერვენციის გეგმების განხილვა. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს და შეჯერდნენ ქოუჩინგ/მენტორინგის თემებზე, სპეციალიზირებულ ტრენინგებზე და საგრანტო დახმარების ფარგლებში მატერიალური ფასეულობების სპეციფიკაციებზე.

იაგო ფასანძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გასტრონომიის ასოციაციის თავმჯდომარე:
„საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთსა“ და გასტრონომიის ასოციაციას შორის დადებული ხელშეკრულება ამყარებს იმ რესურსების ურთიერთგადანაწილებას, რომელსაც ჩვენი სფერო, როგორც COVID-19-ით დაზარალებული, დღეს საჭიროებს. ჩვენს შორის დაწყებული თანამშრომლობა მომავალში ხელს შეუწყობს როგორც ასოციაციის ორგანიზაციულ განვითარებას, ისე ჩვენი წევრების ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას“.

ელენე განაია, Wooden Huts in Mestia მფლობელი, ასოციაციის წევრი:
„ჩემთვის ასოცაციის წევრობა და პროექტში მონაწილეობის მიღება ძალიან  მნიშვნელოვანია. მე სტარტაპერი ვარ, ეს ახალი გამოცდილებაა ჩემთვის და მაქვს მოლოდონი ბევრ სიახლეს გავიგებ, რაც ჩემს განვითარებას შეუწყობს ხელს“.

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის წარმომადგენელბი და გასტრონომიის ასოციაციის წევრებმა განიხილეს და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის საკითხებსა და ფორმატზე. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ საკონსულტაციო კომპანია „ინოვასთან ერთად ახორციელებს პროექტს „COVID-19-ით დაზარალებული ეკონომიკის მხარდაჭერა სამეგრელო ზემო-სვანეთში“. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA