ბოლნისში სოციალური სერვისების საჭიროების...

ბოლნისში სოციალური სერვისების საჭიროებისა და კმაყოფილების კვლევა მიმდინარეობს

28 თებერვალს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ კვლევის კოორდინატორი ბოლნისის მუნიციპალიტეტში კვლევის პროცესს დაესწრო. სოფელ ტანძიიდან კვლევაში, რომელიც მოსახლეობის სოციალური სერვისების საჭიროებისა და კმაყოფილების სწავლობს, 14 ადამიანი ჩაერთვება.

ქეთი ქიმოსტელი, კვლევის კოორდინატორი:
„დღეს ტანძიაში კვლევის პროცესს დავესწარი. ხანდაზმული მამაკაცი მეუღლესა და შვილთან ერთად ცხოვრობს. კვლევის დროს დაფიქსირდა, რომ მას ქრონიკული დაავადებები აქვს. თუმცა, ინფორმაციას მუნიციპალურ სერვისებსა თუ სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ პროგრამებზე არ ფლობს. მათ შორის, მან არ იცოდა მოსახლეობის სასმენი აპარატით უფასოდ უზრუნველყოფის სერვისის შესახებ“.

სოციალური სერვისების საჭიროებისა და კმაყოფილების კვლევა საქართველოს 8 რეგიონში იანვარში დაიწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან კვლევაში 9 სოფელი და ქ. ბოლნისი მონაწილეობს, ჯამში 250 ადამიანი. კვლევის მიზანი მუნიციპალიტეტებში სოციალური სერვისების საჭიროების კვლევა და, ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სოციალური მომსახურების მიმართ მოსახლეობის კმაყოფილების დონის განსაზღვრა გახლავთ.

კვლევა ცენტრი „აფხაზეთის“ ორგანიზებითა და CCC ქსელის წევრი ორგანიზაციების ჩართულობით მიმდინარეობს. კვლევის საბოლოო შედეგები მარტში გახდება ცნობილი.
პროექტი „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, და მას ახორციელებს ASB საქართველო, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი. პროექტი საქართველოს 10 რეგიონში ხორციელდება.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA