დევნილი თემის ლიდერების შეხვედრა ხონში

დევნილი თემის ლიდერების შეხვედრა ხონში

17 მარტს, ხონში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დასავლეთ საქართველოს დევნილთა კოლექტიური ცენტრის 10 წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრის მონაწილე დევნილი თემის ლიდერებმა საკონსულტაციო საბჭოს შექმნის ტექნიკური და სამართლებრივი საკითხები და, აგრეთვე, პროექტის ფარგლებში დაფინანსული სოციალური და ინფრასტრუქტურული მცირემასშტაბიანი პროექტები განიხილეს.
 
დასავლეთ საქართველოს დევნილთა 10 კოლექტიური ცენტრის სათემო ლიდერების მონაწილეობით აპრილში საკონსულტაციო საბჭო ჩამოყალიბდება. საბჭოს წარმომადგენლებს მჭირდო თანამშრომლობითი ურთიერთობა ექნებათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დევნილთა თემში არსებული პრობლემებისა და გამოწვევბის ეფექტურ მოგვარებას.
 
პროექტი „დევნილი თემი - ახალი ხედვა და რესურსი“ ხორციელდება ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტის ფარგლებში. პროექტი საქართველოს 4 რეგიონში მიმდინარეობს და მოიცავს სათემო ორგანიზაციათა ქსელის ჩამოყალიბებას, ასევე, მედია ადვოკატირების კამპანიების და სოციალური პროექტების ჩატარებას.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA