ვაკანსია - ადვოკატირების კონსულტანტი

ვაკანსია - ადვოკატირების კონსულტანტი

ადვოკატირების კონსულტანტი

გამოქვეყნდა: 04 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA) დაფუძნდა 1995 წ., რომლის მისია არის დევნილთა, ლტოლვილთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვა, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, საზოგადოებაში ინტეგრაცია და ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება. ორგანიზაციის შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ CHCA-ს ვებგვერდს: www.chca.org.ge

CHCA აცხადებს ვაკანსიას ადვოკატირების კონსულტანტის პოზიციაზე, რომელიც ჩაერთვება CHCA-ს, KRDF-სა და ASB საქართველოს შორის 09.03.2018 წ. გაფორმებული #GEO 1804 საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარე პროექტის "პარტნიიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" განხორციელებაში (დონორი: EUD).

პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და პარტნიორობის გაზრდა ადგილობრივი სოციალური პოლიტიკის შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიალოგის გაღრმავება.

სამუშაო ვალდებულებები:
** პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების "სოციალური სერვისების საჭიროება, შეფასება და ანალიზი" და "სოციალური პროგრამების მუნიციპალური ბიუჯეტირების შესახებ პირველადი საჭიროებების შეფასება და ანალიზი" ანგარიშების შესწავლა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** DPO/CSO-ებისთვის სოციალური ჩართულობის და ადვოკატირების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ 10 სემინარის ჩატარება საქართველოს რეგიონებში (COVID ვითარებიდან გამომდინარე შესაძლებელია ჩატარდეს ონ-ლაინ);
** სემინარის ჩასატარებლად საჭირო მასალების მომზადება, დამუშავება და გავრცელება;
** სემინარის მონაწილეების წახალისება, მოიფიქრონ იდეები საუკეთესო სოციალური ჩართულობის და ადვოკატირების მოდელების შესამუშავებლად;
** DPO/CSO-ების მხარდაჭერა ადვოკატირების გეგმების შედგენაში, ეფექტური ინსტრუმენტების შემუშავებაში და ადვოკატირების კამპანიების განხორციელებაში;
** ადგილობრივ დონეზე გასატარებელი ნორმატიული თუ ინსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერა;
** ჩატარებული სემინარების, კონსულტაციების და სხვა სამუშაოების შესახებ ოქმების ან/და ანგარიშების შედგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სოციალური ჩართულობის და ადვოკატირების კამპანიების დაორგანიზების გამოცდილება;
** კვლევების ანგარიშების საფუძველზე სამოქმედო გეგმების მომზადების უნარი;
** სემინარების, ტრენინგების და კონსულტაციების ჩატარების გამოცდილება;
** არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება ან სპეციფიკის ცოდნა;
** მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Power Point, გრაფიკების შედგენა);
** უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებებში (სასურველია);
** პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, აუდიტორიასთან მუშაობა.

სამუშაო პირობები:
** არასრული განაკვეთი;
** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;
** ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 6 თვე;
** CHCA სთავაზობს საინტერესო, მრავალმხრივ და მაღალი კორპორაციული სტანდარტის სამუშაო პროცესსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირმა უნდა გამოაგზავნონ:
** CV ქართულ ენებზე;
** სამოტივაციო წერილი (რატომ დაინტერესდით და რა ძლიერი მხარეები გაგაჩნიათ).

ელფოსტის მისამართი: monitoring@chca.org.ge;
დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებით და ჩავნიშნავთ გასაუბრებას.
აპლიკაციის წარდგენის ვადა: 2021 წლის 15 ივნისი.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA