დევნილთა საინიციატივო ჯგუფი 15.000 ₾ ოდე...

დევნილთა საინიციატივო ჯგუფი 15.000 ₾ ოდენობის გრანტს მიიღებს

4 ივნისს, საგრანტო კომიტეტის წარმომადგენლები (UNDP, CHCA, INOVA) შეიკრიბნენ და დევნილთა საინიციატივო ჯგუფების მიერ შემოტანილი 13 სააპლიკაციო განაცხადი განიხილეს და შეაფასეს. შემოსავლის მომტანი გამარჯვებული ბიზნეს იდეის ავტორები ორგანიიზაციისაგან 15.000 ₾ ოდენობის მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ.

დევნილთა საინიციატივო ჯგუფებმა სამეგრელოს სხვადასხვა რეგიონიდან (ზუგდიდი, ფოთი, სენაკი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა) შემოსავლების მომტან იდეებსზე დაფუძნებული განაცხადები წარმოადგინეს. ბიძნეს იდეები ძირითადად აგებული იყო შემდეგ თემებზე - მეთევზეობა, ავტომომსახურება, სარეკლამო მასალების დამზადება, საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრის დაფუძნება, მებოსტნეობის სათბური, თეთრეულის შეკერვა, მეფრინველეობა და სხვა.

დავით გუჩუა, პროექტის მენეჯერი:
„ჩვენ 13 სააპლიკაციო განაცხადი განვიხილეთ და 7 კრიტერიუმის მიხედვით შევაფასეთ. ჩვენ ძირითადად ვიხელმძღვანელეთ იდეის ეფექტიანობის და მომგებიანობის, თემისთვის სოციალური და ეკონომიკური სარგებლიანობის, აგრეთვე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის, სიცოცხლისუნარიანობის და სხვა კრიტერიუმებით. საგრანტო კომიტეტის გადაწყვეტილებით დევნილთა საინიციატივო ჯგუფების მიერ შემოტანილმა 4 სააპლიკაციო განაცხადმა მაღალი შეფასება მოიპოვა. საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ 25 ივნისს გამოვაცხადებთ“.

შემდგომ ეტაპზე, საუკეთესო 4 საპლიკაციო განაცხადის წარმომადგენლები, 10, ორდღიან ბიზნეს ტრენინგს გაივლიან და საკონსულტაციო კომპანია „ინოვასაგან“ ქოუჩინგისა და მენტორინგის მომსახურებას მიიღებენ.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ საკონსულტაციო კომპანია „ინოვასთან“ ერთად ახორციელებს პროექტს „COVID-19-ით დაზარალებული ეკონომიკის მხარდაჭერა სამეგრელო ზემო-სვანეთში“. პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA