შეხვედრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

შეხვედრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

პროექტის “ენერგოეფექტური მიდგომების მხარდაჭერა  სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში“ ფარგლებში  გაიმართა შეხვედრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნინო ბატიაშვილსა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის წარმომადგენლებთან.
 
ვიზიტის ფარგლებში პროექტის კოორდინატორმა და თემის რეგიონალურმა მობილიზატორმა სამსახურის წარმომადგენლებს გააცნეს პროექტის მიზნები, დაგეგმილი საქმიანობები და განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები.
 
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ინტერესს გამოთქვამენ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობაზე, მათ შორის გარემოსდაცვით საკითხებზე. პროექტის თანამშრომლებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გააცნეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები.
 
აღნიშნულ იქნა, რომ გარემოს დაცვა, განსაკუთრებით კი ნარჩენების მართვა, რეციკლაცია, პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის გადასაჭრელად რეგიონს გეგმები აქვს, მათ შორის, დონორთა მობილიზებისათვის, რაც არასამთავრობო სექტორისა და საჯარო სექტორის ერთობლივი ძალისხმევითაა მიღწევადი.
 
პროექტი “ენერგოეფექტური მიდგომების მხარდაჭერა  სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში“  საქართველოს სამ რეგიონში მიმდინარეობს.
 
პროექტი ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA