პროექტის "ენერგოეფექტური მიდგომების მხარდაჭერა სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში" ტრენინგების ციკლის შემაჯამებელი ტრენინგი, “ადვოკატირება და თანამონაწილეობითი მმართველობა”, 2021 წლის 27 ნოემბერს, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის” ზუგდიდის ოფისსა და Zoom პლატფორმის მეშვეობით ჩატარდა. ტრენინგის მიზანი იყო პირველ ტრენინგზე განხილული ინფორმაციის საფუძველზე, ენერგოეფექტურობის, გარემოს დაცვის და მომიჯნავე თემების გარშემო ადვოკატირების და თანამონაწილეობით პოლიტიკის ინსტრუმენტების განხილვა და საპროექტო ინიციატივების შემუშავება.
ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი თემები:
- ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობა;
- პროგრამული ბიუჯეტირების პრინციპები;
- ადვოკატირების სახეები, ეტაპები და ციკლი;
- ადვოკატირების სტრატეგიული გეგმისა და საპროექტო მონახაზის შემუშავება.
ტრენინგს სოციალური მიზნების მქონე ორგანიზაციების, ადგილობრივი თემის და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ტრენინგის მიმდინარეობისას ხაზი გაესვა თანამონაწილეობითი მმართველობის მნიშვნელობას კარგი მმართველობის პრინციპის განხორციელებისათვის, აღინიშნა კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების აქტუალურობა ქალაქი ზუგდიდისათვის, მათ შორის “მერების შეთანხმებით” აღებული ვალდებულელების
შესრულების პრიორიტეტულობა. ტრენინგის მონაწილეებმა იმსჯელეს თანამონაწილეობითი მმართველობის პრინციპების გამოწვევებსა და მისი ეფექტური განხორციელების შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო განახლებადი ენერგიების, გარემოსდაცვით და ენერგოეფექტურობის სფეროებში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის გაძლიერება და ერთობლივი, ქმედითი ღონისძიებების შემუშავება.
პროექტის ფარგლებში იგეგმება მზის ელექტროსადგურების (პანელების) დამონტაჟება ცენტრი „აფხაზეთის“ სამ სათემო ცენტრში (მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ს. რუხში არსებულ მულტიფუნქციურ სათემო ცენტრში), ადგილობრივი თემის წევრებისა და სოციალური სერვისების მიმწოდებელი სათემო ცენტრებისათვის გამოცდილების გაზიარება, ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიების თემებზე.
პროექტი ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)