შეხვედრა ზუგდიდის მერიაში

შეხვედრა ზუგდიდის მერიაში

2021 წლის 30 დეკემბერს, პროექტის “ენერგოეფექტური მიდგომების მხარდაჭერა  სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში“ ფარგლებში,  გაიმართა შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის  ეკონომიკური პოლიტიკისა და მუნიციპალური სერვისების სამსახურის უფროსთან, ირაკლი ჭკადუასთან, სამსახურის მთავარ სპეციალისტთან,  შორენა ჩერქეზიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთან, სანდრო სორდიასთან.
 
ვიზიტის ფარგლებში პროექტის კოორდინატორმა და თემის რეგიონალურმა მობილიზატორმა მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებს გააცნეს პროექტის ფარგლებში რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები და განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები. პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, აღნიშნულ იქნა ენერგოეფექტურობის მიღწევისა და ენერგიის განახლებადი წყაროებიდან მიღების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის აქტუალურობა.
 
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუნიციპალურ ბიმათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, თანადაფინანსების არსებულ შესაძლებლობებს და მათში მონაწილეობის პირობებს.
 
პროექტი “ენერგოეფექტური მიდგომების მხარდაჭერა  სოციალური სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში“  საქართველოს სამ რეგიონში მიმდინარეობს.
 
პროექტი ხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA