USAID-UNDP წარმომადგენლები რუხის სათემო ...

USAID-UNDP წარმომადგენლები რუხის სათემო ცენტრს ესტუმრნენ

23 ივნისს CHCA-ს ზუგდიდის ოფისში თამარ სირბილაძე (ადამიანის უფლებებისა და მედეგობის ჯგუფის ლიდერი, USAID) და გიორგი ვარდიშვილი (კრიზისის პრევენციისა და აღდგენის ჯგუფის ლიდერი, UNDP) სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. 
წინასწარ დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა სოფ. რუხში, CHCA-ს მულტიფუნქციური სათემო ცენტრი „ჩემი მორდუ“-ს დათვალიერება და 24 საათიანი ზრუნვის ქვეშ მყოფი ხანდაზმულების მონახულება. CHCA-ს დირექტორმა ნუკრი მილორავამ და „ჩემი მორდუ“-ს მენეჯერმა ირაკლი ქოჩუამ სტუმრებს გააცნეს სათემო ცენტრის მუშაობის სპეციფიკა, ბენეფიციართა მომსახურების სტანდარტები, სამომავლო გეგმები და ინიციატივები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა აფხაზეთში მოქმედი  არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, CHCA-ს პარტნიორი.
იმავე დღეს, თამარ სირბილაძე და გიორგი ვარდიაშვილი ეწვივნენ CHCA-ს საარსებო წყაროების განვითარების ცენტრს (LDC).  ნ. მილორავამ და LDC-ს მენეჯერმა დავით გუჩუამ გააკეთეს პრეზენტაცია აღნიშნული ცენტრის დანიშნულების, გამოცდილებისა და მიმდინარე საქმიანობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ერთად იმსჯელეს LDC ცენტრის სერვისებისა და პროდუქტების განვითარებაზე; მეტი მოწყვლადი ადამიანისთვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. 
შეხვედრებზე განხილულმა საკითხებმა და ინიციატივებმა მაღალი ინტერესი  გამოიწვია მონაწილეთა შორის და თანამშრომლობის კომპლექსური და გრძელვადიანი პერსპექტივები წარმოაჩინა.

ქუთაისი
Tel.: + 995 431 24 16 51
E-mail: kutaisi@chca.org.ge

თბილისი
Tel.: +995 571 721 721
E-mail: pm@chca.org.ge

გორი
Tel.: +995 370 27 34 84
E-mail: gori@chca.org.ge

ზუგდიდი
Tel.: +995 415 25 19 21
E-mail: zugdidi@chca.org.ge

Where We Work

Georgian CHCA