CHCA აგრძელებს ინტენსიური ტრენინგების სერიას.
პროექტის „ქალებისა და ახალგაზრდების პროფესიული უნარების განვითარების ხელმისაწვდომობის გაზრდა დევნილთა 30 კოლექტიურ ცენტრსა და აფხაზეთში“ ფარგლებში, 21-22 ოქტომბერს, ქ. ზუგდიდში, ჩატარდა ტრენინგი თემაზე „მეწარმეობის საფუძვლები და ბიზნეს გეგმის შედგენა“.
პროექტის მიზანია, აფხაზეთსა და 30 კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები, მეწარმეობით დაინტერესებული ქალებისა და ახალგაზრდებისთვის საჭირო უნარების სწავლება, სათანადო ბიზნეს გეგმის მოსამზადებლად. ტრენინგის მონაწილეებმა გაიარეს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.